საქართველო მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაა. იგი ექცევა ანთროპოგენეზის არეალში. ამის დასტურია დმანისის ჰომინიდების (ადამიანთა წინაპრის) ნაშთები, რომლებიც თანმხლები ქვის იარაღების, მცენარეული თუ ცხოველთა
2007 წლის ბოლოს მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო-პოპულარული ექსპოზიცია, რომელშიც თავი მოიყარა სამხრეთ-დასავლეთ საქართთველოში აღმოჩენილმა სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის უნიკალურმა ძეგლებმა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მითვისებითი ...
დასავლეთ ამიერკავკასია, მათ შორის აჭარაც განეკუთვნება მსოფლიო ცივილიზაციის იმ კერათა რიცხვს, სადაც პირველად დაიწყო მითვისებითი მეურნეობიდან (შემგროვებლობა, ნადირობა) მწარმოებლურ მეურნეობაზე (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეთუნეობა, ფეიქრობა) გადასვლა. ...
საკაცობრიო ცივილიზაციის უძველესი კერებისა და განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ძეგლების მიხედვით კარგად ჩანს, რომ ადამიანთა საზოგადოების მორიგი პროგრესი ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანას უკავშირდება. სათავე ...
1. თიხის ჩამჩა (მახვილაური); 2. ბრინჯაოს სიკილა და რგოლი; 3. დერგის პირის ნატეხები (ჩაისუბანი) და ქოთნის ფრაგმენტები (ფიჭვნარი); 4. საქშენი მილები (გურია, მზიანი); 5. ქვის ...
ანტიკურ ხანაში კოლხეთი წარმოადგენდა ძლიერ სახელმწიფოს. ისტორიის მამა ჰეროდოტე წერდა: ,,სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც მეწამულს უწოდებდენ. ამათ ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდიელები, ...
ჯერჯერობით ელინურ ეთნოსთან უშუალოდ დაკავშირებული ერთადერთი ძეგლია ამიერკავკასიაში. შესანიშნავად დაცული სამარხეული კომპლექსები თუ სარიტუალო მოედნები უმდიდრეს ნივთიერ მასალას იძლევა ლეგენდარული კოლხეთის ანტიკურ სამყაროსთან ურთიერთობის კვლევისათვის. ...
ბერძენ-მაკედონელთა ექსპანსია პირველ ქართულ სახელმწიფოებს - კოლხეთსა და იბერიას უშუალოდ არ შეხებია. მიუხედავად ამისა, ელინისტურ სახელმწიფოებთან უშუალო კონტაქტებმა ჩვენი ქვეყანაც ელინიზმის სფეროში მოაქცია. სწორედ ამ ...
რომის ექსპანსია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსაც შეეხო. კოლხეთი რომის მცირეაზიული პროვინციის შემადგენელი ნაწილი გახდა. რომის აღმოსავლეთ იმპერიის საზღვრების დაცვის მიზნით შენდებოდა რომაული ციხე-სიმაგრეები, ე.წ. კასტელები. მათ შორის ...
ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სტრატეგიული თვალსაზრისით კიდევ უფრო გაიზარდა სამხრეთ-დასავლეთ საქართვე¬ლოს როლი ადრეშუასაუკუნეებში. იგი კეტავდა ეგრისის სამეფოს სამხრეთ საზღვრებს. სწორედ ამ დროისათვის წარმოიქმნა ადრეშუასაუკუნეების საქალაქო ცენტრი ...
აჭარა განვითარებული შუასაუკუნეებისათვის ძლიერი ფეოდალური მონარქიის შემადგენელი ნაწილია. აქ გაშლილია ფართო საგზაო და სამონასტრო მშენებლობა, შენდება თაღიანი ხიდები, უმნიშვნელოვანესი საზღვაო და სახმელეთო გზებით, გადასასვლელებითა და ...
1. აგურები (ქობულეთი-ფიჭვნარი); 2. კრამიტები (ქობულეთი-ფიჭვნარი); 3. ბათქაში; 4-9. წისქვილის ქვები (ქედა, კვაშტა); 10. ბადის საწაფები; 11. საქსოვი დაზგის საწაფები (ქობულეთი-ფიჭვნარი); 12. საკანალიზაციო მილები (გონიო-აფსაროსი); ...
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ანტიკური ხანის სამაროვნებზე, ნაქალაქარებსა და ნამოსახლარებზე მოპოვებულ კერამიკულ ნაკეთობათა დიდ ჯგუფს სხვადასხვა ცენტ¬რებ¬ში დამზადებული ამფორები წარმოადგენს. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქიოსური, თაზოსური, ჰერაკლეური, ლესბოსის, სინოპეს, ...