Share
ქართული / English / русский

პროგრამით მუზეუმის კერამიკული სახელოსნო მომხმარებელს სთავაზობს არტ–თერაპიის მომსახურების ფასიან პაკეტს: ვიზიტორს შეეძლება, წინასწარი შეთანხმებით,  1–2  საათით, ესტუმროს სახელოსნოს, ისიამოვნოს თიხასთან შეხებით;  თავისი ხელით შექმნას, თავადვე  გამოწვას, მოხატოს  და სამახსოვრო  საჩუქრად  წაიღოს   საკუთარი  ნამუშევარი.  

  • პროგრამა განხორციელდება  მუზეუმის  კერამიკულ  სახელოსნოში.
  • პროგრამა  ჩატარდება  2016  წლიდან  დამკვეთის  სურვილის  შესაბამისად
  • პროგრამა  განკუთვნილია  5 წლიდან   ზემოთ,  ნებისმიერი  ასაკის  მონაწილისათვის.
  • ჯგუფში  მონაწილეთა  რაოდენობა :  5–20 ადამიანი.
  • პროგრამის  ხანგრძლივობა: დღეში 2 საათი

პროგრამის  ღირებულება:

  • ადგილობრივ მოსწავლეთა ჯგუფის შემთხვევაში:1 მოსწავლე – 5ლარი + შესრულებული  ნაკეთობის თვითღირებულების  საფასური.
  • ტურისტული ჯგუფის შემთხვევაში: 20  ლარი + შესრულებული  ნაკეთობის  თვითღირებულების  საფასური

       პროგრამის  ხელმძღვანელი:  მუზეუმის მეცნიერ–თანამშრომელი,   კერამიკოსი,  ლია  კასპელაშვილი

       საკონტაქტო  მონაცემები: 

       მუზეუმის მენჯერი  შორენა დევაძე 

       მობ. -577242426

       ელ-ფოსტა:  devadze.shorena@mail.ru

       ლია  კასპელაშვილი:  593 240865

       პროგრამაში  მონაწილეობის  მისაღებად საჭიროა  წინასწარი  რეგისტრაცია                         

 

პროგრამის მიზანია ხალხური რეწვის ამ დარგის უძვესი კოლხური  ტრადიციების გაცნობა; მოსწავლეთა პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების  განვითარება, მუზეუმის ფუნქციის, დანიშნულების პრაქტიკულ  ჭრილში   წარმოჩენა. პროგრამა მოსწავლეებს სთავაზობს მუზეუმში დაცული კერამიკული არტეფაქტების  საფუძველზე მეთუნეობის ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების  გაცნობას, თეორიული კურსის გავლის შემდეგ, მოსწავლეებს, სურვილისამებრ, შეეძლებათ    შემოქმედებითი აქტივობის  განხორციელება – არტეფაქტის ასლის დამზადება.

 - მსურველები იმუშავებენ მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში და კერამიკულ  სახელოსნოში.

   - მოსწავლეთა  ასაკი:   5–დან  15  წლამდე

   - ჯგუფში  მონაწილეთა  რაოდენობა:  5–15 ადამიანი

   - პროგრამის  ხანგრძლივობა :  2–3 საათი

   - პროგრამის ღირებულება: 2 ლარი

   - პროგრამა  ჩატარდება  2016  წლის თებერვლიდან,  ყოველ  პარასკევს.

   - პროგრამაში  მონაწილეობის  მისაღებად საჭიროა  წინასწარი  რეგისტრაცია.

   - პროგრამის ხელმძღვანელი: მუზეუმის მეცნიერ–თანამშრომელი, კერამიკოსი, ლია  კასპელაშვილი

   - საკონტაქტო  მონაცემები: 

   - მუზეუმის მენჯერი  შორენა დევაძე 

                მობ. -577242426

        ელ-ფოსტა: დევადზე.სჰორენა@მაილ.რუ

        ლია  კასპელაშვილი:  593 240865                                                                

 

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმში გაიხსნება კერამიკული სახელოსნო (ხელმძღვანელები: ტარიელ ტაბაღუა, ლია კასპელაშვილი), რომლის ბაზაზეც დამზადდება მუზეუმში დაცული არქტეფაქტების ასლები, მათ მოტივებზე შეიქმნება თანამედროვე კერამიკა. დაგეგმილია საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქციის სერიული წარმოება. ჩატარდება ექსპედიციები აჭარის თიხის შესწავლის მიზნით. სახელოსნო სამხატვრო აკადემიასთან და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარებს კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ასევე დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს არტ–თერაპიის მომსახურების პაკეტს.

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ,,შავიზღვისპირეთის რომაული ხანის ერთიანი და განმასხვავებელი ნიშნები" (BSURDA) ეგიდით ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ა/წ 17 სექტემბერს გაიხსნა სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა ,, რომაული მონეტები: რომაული ეპოქის პროვინციული მონეტები ექვსინოს პონტოში". მომდევნო დღეს 18 სექტემბერს გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა ,,რომაული ხელოვნება და ცივილ.იზაცია: ანტიკური ხანის საერთო ენა". გამოფენა ფუნქციონირებს ერთი წლის განმავლობაში. ღონისძიებებში მონაწილეობდნენ მეცნიერები და საჯარო მოხელეები. რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და საქართველოდან.

                   
         

 

 

 

 

 
 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • მისამართი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის #77

წერილი იგზავნება...

გმადლობთ, რომ მოგვწერეთ. გიპასუხებთ უახლოეს მომავალში.

ელფოსტა ვერ გაიგზავნა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

გთხოვთ, შეავსეთ ყველა ველი.