Share
ქართული / English / русский

     ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის  საგანმანათლებლო პროექტები

      საგანმანათლებლო პროგრამა სკოლებისათვის „მუზეუმი - ბავშვებს!“

პროექტის აქტუალობა 

       მიმდინარე სამუზეუმო და საგანმანათლებლო რეფორმები დღის წესრიგში აყენებს სასკოლო განათლების სისტემასთან მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, რომლის სამეცნიერო-პოპულარული ექსპოზიცია წარმოადგენს მხარის უძველეს ისტორიასა და კულტურას ცალკეული ეპოქების მიხედვით, არის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. მუზეუმს აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჰყავს პროფესიული, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო აღმზრდელობითი მუშაობის გამოცდილების მქონე კადრები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისათვის.

  • პროექტის მიზანი და ამოცანები

      პროექტით განზრახულია ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედება რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, დახმარება აღმოუჩინოს სასწავლო დაწესებულებებს ისტორიის სასწავლო პროგრამების სრულყოფასა და მოსწავლეებისათვის შესაბამისი დისციპლინებისათვის საჭირო თვალსაჩინო სასწავლო მასალის მომზადებასა და მიწოდებაში, მხარის ისტორიული წარსულით დააინ¬ტერესოს მოსწავლე-ახალგაზრდობა და განუვითაროს მათ კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევები, ხოლო, მეორე მხრივ, გაზარდოს სამუზეუმო საქმიანობით მოსწავლეთა დაინტერესება, ჩართოს ისინი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულ¬არიზაციის საქმეში.

  • საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს:

 

     ისტორიის სასკოლო პროგრამის პარალელურად მუზეუმში თემატური გაკვეთილების ჩატარებას საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში არქეოლოგიური მასალის გამოყენებით. ცალკეული პერიოდის სპეციალისტები მასწავლებლებს გაუწევენ კონსულტაციებს და დაეხმარებიან თვალსაჩინო მასალის მომზადებასა და დემონსტრირებაში;

      არქეოლოგიით დაინტერესებულ მოსწავლეთათვის თეორიული (სამეცნიერო-პოპულარული ლექციების სერია ”საუბრები არქეოლოგიაზე”) და პრაქტიკული (საველე სამუშაოების იმიტაცია სპეციალურად მოწყობილ მოედანზე და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მუზეუმის ბიბლიოთეკაში) კურსების მომზადებასა და ჩატარებას, ვიქტორინა-კონკურსებისა და ბლიც-ტესტირების ორგანიზებას, გამარჯვებულთათვის სპეციალური ჯილდოს - სამკერდე ნიშნის ”მუზეუმის მეგობარი” - დაწესებას.

       ღია კარის დღეების მოწყობას ქალაქის სკოლების მოსწავლეებისათვის მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიციის გასაცნობად;

       სამუზეუმო საქმიანობით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის ”მოხალისე გიდების” პრაქტიკული კურსების ჩატარებას და ჩართვას მუზეუმის მუშაობაში;

  • არქეოლოგიის საზაფხულო სკოლის ორგანიზებას, რაც გამოუმუშავებს მოსწავლეებს ველზე პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს, ასწავლის მოპოვებული მასალის როგორც სამუზეუმო, ასევე სამეცნიერო დამუშავებას. საზაფხულო სკოლის მუშაობის შედეგები განზოგადდება სკოლებისათვის პრეზენტაციის (გამოფენები და სამეცნიერო კონფერენციები) სახით.
  • მუზეუმის კერამიკულ სახელოსნოში მოსწავლეები გაეცნობიან ხელოსნობის და შინამრეწველობის ტრადიციული ხერხებს.
  • სკოლების მასწავლებლებისათვის მოსწავლეთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციებისათვის თემების შერჩევისა და მომზადებისათვის კონსულტაციების გასაწევად ვორქშოფების ორგანიზებას.

 

       მოსალოდნელი შედეგები:

       საგანმანათლებლო პროგრამა გაზრდის მოსწავლეთა აქტიურობას სწავლების პროცესში და განუვითარებს მათ კვლევით უნარებს; მხარის ისტორიული წარსულით დააინტერესებს მომავალ თაობებს დაეხმარება მოსწავლეებს თვალსაჩინოდ აღიქვან და სრულყოფილად და ხატოვნად გაიაზრონ საქართველოს ისტორიის ცალკეული ეტაპები, სხვადასხვა ეპოქის ქართული კულტურა, გააძლიერებს მათში ეროვნული სიამაყის გრძნობას და დაეხმარება მათ აღიქვან საკუთარი თავი უძველესი ისტორიისა და დიდი ტრადიციული ღირებულებების მქონე ერის კულტურული მემკვიდრეობის მატარებლად; გაზრდის მოსწავლე-ახალგაზრდობის როლს ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში, ჩამოუყალიბებს მათ სწორ ღირებულებით ორიენტირებს და მსოფმხედველობით პოზიციას, აღზრდის მათში ქართველი ხალხის საგანძურისადმი პასუხისმგებლობით დამოკიდებულებას, ასწავლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში აქტიურ თანამონაწილეობას. აამაღლებს სამუზეუმო მუშაობაში მოსწავლეთა ჩართულობის დონეს პოპულარიზაციას გაუწევს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცულ საგანძურს და მოიზიდავს დამთვალიერებელთა მეტ რაოდენობას.

      მუზეუმი საგანმანათლებლო პროგრამა სკოლებისათვის „მუზეუმი - ბავშვებს!“ გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარს, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ თითოეული პროგრამის მოკლე შინაარსს და ამოირჩიოთ სასურველი პროგრამა და შეხვედრის დრო.

      დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით მუზეუმის ადმინისტრაციას.

      მუზეუმის მენჯერი  შორენა დევაძე 

      მობ: 577242426

      ელ-ფოსტა: devadze.shorena@mail.ru   

 

 

 

 
 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • მისამართი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის #77

წერილი იგზავნება...

გმადლობთ, რომ მოგვწერეთ. გიპასუხებთ უახლოეს მომავალში.

ელფოსტა ვერ გაიგზავნა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

გთხოვთ, შეავსეთ ყველა ველი.