Share
ქართული / English / русский

  2014 წელს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმის დაარსებიდან 20 წლისთავისათვის გაიხსნა აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ოქროს ნაკეთობათა გამოფენა. გამოფენა, რომელიც იაპონიის მთავრობის მიერ „ადამიანთა უსაფრთხოების როექტების ფარგლებში დაფინანსდა, გახსნა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა ტოშიო კაიტანიმ. ასევე ამოქმედდა იაპონური ხელოვნების ამსახველი მცირე ექსპოზიცია.  

   2014 წლის 18 მაის გაიხსნა განახლებული მუდმივმოქმედი გამოფენა. ექსპოზიციაში კვლავინდებურად წამყვან ადგილი უჭირავს სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტებს. სიახლეს წარმოადგენს მუზეუმში დაცული ფერადი მინისა და ატიკური მოხატული ლეკითოსების კოლექციების თემატური გამოფენა, ეთნოგრაფიული კუთხე. 

 2007 წლის ბოლოს მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო-პოპულარული ექსპოზიცია, რომელშიც თავი მოიყარა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილმა სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურისუნიკალურმა ძეგლებმა. მათ შორის განსაკუთრებითაღ სანიშნავია მითვისებითი მეურნეობიდან მაწარმოებლურზე გარდამავალი ეპოქის, ახალი ქვის ხანის, ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის, მნიშვნელოვანი მეტალოგენური ცენტრის (ჭოროხის აუზი), აგრეთვე, გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ტომობრივი კოლხური კულტურის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალა. 



 
 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • მისამართი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის #77

წერილი იგზავნება...

გმადლობთ, რომ მოგვწერეთ. გიპასუხებთ უახლოეს მომავალში.

ელფოსტა ვერ გაიგზავნა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

გთხოვთ, შეავსეთ ყველა ველი.