Share
ქართული / English / русский
2015 წლის 17 დეკემბერს არქეოლოგიურ მუზეუმში ახალშენის №2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროექტ ,,საბავშვო არქეოლოგიის" ფარგლებში ჩატარდა გაკვეთილი. მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმში დაცულ უძველეს ექსპონატებს, ჩაუტარდათ საუბრები არქეოლოგიისა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ. მონაწილეობა მიიღეს საგანგებოდ მომზადებილი კულტურული ფენის გაწმენდა პრეპარაციაში. 

-------------------------------------

2012 წ. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩოებში მოქმედი,,საბავშვო არქეოლოგიის ოთახი“, რომელიც გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისათვის და მისი მიზანია აზიაროს მოსწავლე–ახალგაზრდა არქეოლოგის საინტერესო  პროფესიას, განუვითაროს მას შემოქმედებითი კვლევისა და ანალიზის უნარჩვევები. წლის ნებისმიერ დროს მოსწავლეებს შესაძლებლობა    ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში, გაეცნონ სხვადასხვა პერიოდის ამსახველ ნივთიერი კულტურის ძეგლებს და მოამზადონ თემები სასკოლოშემოქმედებითი კონფერენციებისათვის.               

 
 
 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • მისამართი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის #77

წერილი იგზავნება...

გმადლობთ, რომ მოგვწერეთ. გიპასუხებთ უახლოეს მომავალში.

ელფოსტა ვერ გაიგზავნა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

გთხოვთ, შეავსეთ ყველა ველი.