Share
ქართული / English / русский

პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეთა ჩაბმას იმიტირებულ არქეოლოგიურ  გათხრებში.პროგრამის მიზანია ნივთის მოპოვებიდან მის საგამოფენო დარბაზში განთავსებამდე  განვლილი  გზის  გაცნობა. სპეციალურად გამოყოფილ სამუზეუმო სივრცეში, სადაც მოწყობილია  იმიტირებული არქეოლოგიური ველი, მოსწავლე ახალგაზრდები, მუზეუმის წარმომადგენლის  ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად გაივლიან არქეოლოგიური სამუშაოს  ყველა  ეტაპს: მოიპოვებენ ნივთს (კერამიკის  შემთხვევაში ეს  იქნება მუზეუმში  მოქმედ  კერამიკულ სახელოსნოში დამზადებული არტეფაქტის ასლი), მოახდენენ ამ ნივთის ფიქსაციას, დამუშავებას, აწარ¬მო¬ებ¬ენ არ¬ქეოლოგისთვის აუცილებელ საველე დღიურს და სხვ. პროგრამის  ხანგრძლივობა:  1–2 საათიიმიტირებული საველე სამუშაოები ჩატარდება 2016 წლის თებერვლიდან, ყოველ ხუთშაბათს.  

 

  • პროგრამაში  მონაწილეობის  მისაღებად საჭიროა  წინასწარი  რეგისტრაცია.
  • ჯგუფში  მონაწილეთა  რაოდენობა :  5–10 ადამიანი.
  • მოსწავლეთა  ასაკი:   8– დან  15  წლამდე.
  • პროგრამა განხორციელდება  საბავშვო არქეოლოგიის ოთახში.
  • პროგრამას წარუძღვებიან: მუზეუმის მეცნიერ–თანამშრომლები, გურამ ჩხატარაშვილი და ლია  კასპელაშვილი

       საკონტაქტო  მონაცემები:  

       მუზეუმის მენჯერი  შორენა დევაძე 

       მობ. -577242426

       ელ-ფოსტა: devadze.shorena@mail.ru

       ლია  კასპელაშვილი:  593 240865

       გურამ ჩხატარაშვილი:  577550930                                   

 

 
 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • მისამართი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის #77

წერილი იგზავნება...

გმადლობთ, რომ მოგვწერეთ. გიპასუხებთ უახლოეს მომავალში.

ელფოსტა ვერ გაიგზავნა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

გთხოვთ, შეავსეთ ყველა ველი.