Share
ქართული / English / русский

პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდებში სახალისო, შემოქმედებითი  აქტივობების ფონზე, კერამიკული  ნაკეთობების  შექმნის  ყოველი ტექნოლოგიური  ეტაპის  განხილვას ქიმიის  ჭრილში. პროგრამა ინტეგრირებულია. პირველი ნაწილი, რომელიც ჩატარდება მუზეუმის  ბიბლიოთეკაში, ლექციურია, წარმოდგენილია პრეზენტრაციის ფორმატით, ახლავს  საინტერესო ვიზუალური მასალა. მეორე ნაწილი კი მოიცავს პრაქტიკულ,  შემოქმედებით სამუშაოს, რომელსაც მოსწავლეები განახორციელებენ მუზეუმის  კერამიკულ სახელოსნოში. შედეგად, მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ქიმია სულაც არ არის მოსაწყენი საგანი, თუ მას შევისწავლით არა მხოლოდ  ფორმულებით, არამედ  თვალსაჩინო, პრაქტიკული ცდებით, რომელთაც ჩვენს ყოველდღიურობაში ისედაც  მრავლად ვახორციელებთ.

  • პროგრამა განხორციელდება  მუზეუმის  ბიბლიოთეკაში   და  კერამიკულ  სახელოსნოში.
  • პროგრამაში  მონაწილეობის  მისაღებად საჭიროა  წინასწარი  რეგისტრაცია
  • შეხვედრა  ჩატარდება  2016  წლის  თებერვლიდან,  თვეში  ერთხელ,  მოთხოვნის  შესაბამისად.
  • მოსწავლეთა  ასაკი:  13–დან  17  წლამდე
  • პროგრამის  ხელმძღვანელი:   მუზეუმის მეცნიერ–თანამშრომელი,   კერამიკოსი,  ლია კასპელაშვილი

       საკონტაქტო  მონაცემები: 

       მუზეუმის მენჯერი  შორენა დევაძე 

       მობ: 577242426

       ელ-ფოსტა: devadze.shorena@mail.ru

       ლია  კასპელაშვილი:  593 240865

   

 
 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • მისამართი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის #77

წერილი იგზავნება...

გმადლობთ, რომ მოგვწერეთ. გიპასუხებთ უახლოეს მომავალში.

ელფოსტა ვერ გაიგზავნა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

გთხოვთ, შეავსეთ ყველა ველი.