Share
ქართული / English / русский

 

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულ საიუველირო ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს; გაეცნობიან ცვარას, ინკრუსტაციის, ფილიგრანის  ტექნიკებს;  დაათვალიერებენ და შეისწავლიან (ჩანახატების შესრულებით, ფოტოების  გადაღებით) დიდ საექსპოზიციო დარბაზში წარმოდგენილ კერამიკის, ქვის და მინისგან დამზადებულ  მძივებს,  რის შემდეგაც გაიმართება სახალისო საგანმანათლებლო-შემეცნებითი, შემოქმედებითი აქტივობები:  მოსწავლეები, სურვილისამებრ, შეძლებენ ჩანახატებისა და მათ მიერ გადაღებული ფოტოების დახმარებით, კერამიკული  სახელოსნოს  ხელმძღვანელის მითითებებით, საკუთარი დიზაინით  შექმნან  სამკაულის  ესკიზები  ან მასალაში  შეასრულონ  ნანახი  სამკაულის  მინაბაძები.  პროექტის დასასრულს საუკეთესო  ნამუშევრები (დიზაინის ესკიზები) გადაირჩევა,  მასალაში შესრულებული კი გამოიწვება და მოეწყობა მინი–გამოფენა, რის  შემდეგაც  ნამუშევრები გადაეცემა  ავტორებს.

  • პროგრამა გათვლილია: 8-15 წლის ბავშვებისათვის
  • პროექტის  ხანგრძლივობა:   7–10  დღე,  აქედან:  
  • პირველი ვიზიტი: ექსკურსია ოქროს ფონდში და საგამოფენო დარბაზში  ჩანახატების/ფოტოების  დამზადებით; კერამიკულ  სახელოსნოში  პრაქტიკული  მუშაობა (ესკიზებისა  და თიხის  მინაბაძების  დამზადება)  (სულ  2–3 საათი); შემდეგი 3–5  დღე  შრობა–გამოწვა.
  • მეორე ვიზიტი:  გამომწვარი  სამკაულის  აწყობა (აკინძვა);   ესკიზების მომზადება საგამოფენოდ (სულ  2–3 საათი).
  • მესამე  ვიზიტი:  მინი–გამოფენა (1  საათი)

       პროგრამის ხელმძღვანელი: მუზეუმის მეცნიერ–თანამშრომელი, კერამიკოსი, ლია  კასპელაშვილი               

 

 
 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • მისამართი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის #77

წერილი იგზავნება...

გმადლობთ, რომ მოგვწერეთ. გიპასუხებთ უახლოეს მომავალში.

ელფოსტა ვერ გაიგზავნა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

გთხოვთ, შეავსეთ ყველა ველი.