Share
ქართული / English / русский

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი გთავაზობთ მონაწილეობის მიღებას საგანმანათლებლო პროექტში, რომლის მიზანია დახმარება გაგიწიოთ მოსწავლეებისათვის სასწავლო მასალის სრულყოფილად და თვალსაჩინოდ მიწოდებაში. ამ მიზნით მუზეუმი შესაძლებლობას მოგცემთ ისტორიის გაკვეთილები ჩაატაროთ საექსპოზიციო დარბაზში, სადაც წარმოდგენილია ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამსახველი არქეოლოგიური მასალა უძველესი დროიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. შესაძლებელია გაკვეთილების ჩატარება შემდეგ თემებზე:

 

  • საქართველოს ისტორიის წყაროები (არქეოლოგია)
  • „პირველი ევროპელები“ (დმანისელი ადამიანი)
  • ქვის ხანა საქართველოში
  • ბრინჯაოსა და რკინის ხანა საქართველოში
  • უძველესი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები
  • კოლხური კულტურა
  • საქართველო და ანტიკური ცივილიზაცია
  • ელინიზმი და კოლხეთი 
  • ადრეშუასაუკუნეების საქალაქო ცენტრები  
  • საქართველო განვითარებული შუასაუკუნეების ხანაში
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

 

მუზეუმში დაცული ნივთიერი კულტურის ძეგლების გაცნობა დაეხმარება მოსწავლეებს თვალსაჩინოდ აღიქვან და სრულყოფილად და ხატოვნად გაიაზრონ საქართველოს ისტორიის ცალკეული ეტაპები, სხვადასხვა ეპოქის ქართული კულტურა, გააძლიერებს მათში ეროვნული სიამაყის გრძნობას და დაეხმარება მათ აღიქვან საკუთარი თავი უძველესი ისტორიისა და დიდი ტრადიციული ღირებულებების მქონე ერის კულტურული მემკვიდრეობის მატარებლად. მუზეუმის თანამშრომლები დაგეხმარებიან გაკვეთილისათვის თვალსაჩინო მასალების მომზადებასა და დემონსტრირებაში, გაგიწევენ კონსულტაციებს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. შესაძლებლია გაკვეთილების ჩატარება თქვენს მიერ შემოთავაზებულ თემებზეც. საგაკვეთილო თემებისა და გაკვეთილების გრაფიკის შესათანხმებლად გთხოვთ მოგვმართოთ მუზეუმის დირექციაში.

     მუზეუმის მენჯერი შორენა დევაძე

     მობ: 577242426

     ელ-ფოსტა: devadze.shorena@mail.ru                 

 

 
 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • მისამართი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის #77

წერილი იგზავნება...

გმადლობთ, რომ მოგვწერეთ. გიპასუხებთ უახლოეს მომავალში.

ელფოსტა ვერ გაიგზავნა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

გთხოვთ, შეავსეთ ყველა ველი.