Share
ქართული / English / русский

მოსწავლეები გაეცნობიან ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცულ როგორც ძველკოლხურ, ისე ელინურ მაღალმხატვრულ ნაკეთობების ბევრ საინტერსო ნიმუშს, რომელიც ოქრომრავალი აია-კოლხეთის მემკვიდრე სახელმწიფოს მაღალგანვითარებულ ბუნებაზე მეტყველებს.გაეცნობიან რომ სამარხეულ ინვენტარად ოქროს ნაკეთობათა გამოყენება რკინის ხანიდან, კერძოდ, ძვ.წ. VII საუკუნიდან იწყება. კლასიკური ხანა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპთაგანია. სახეზეა კლასები და კლასობრივი საზოგადოება, ურბანისტული და სამონეტო ცივილიზაცია. დასრულებულია ვაჭართა ფენის ფო-რმირების პროცესი. მაღალი გემო¬ვნების კოლხეთის საზოგადოება საიუველირო ხელოვნების მსგავსი ნიმუშების მომხმარებელია. აჭარის ზღვისპირეთში აღმოჩენილია როგორც ბერძნული, ასევე კოლხთა თუ თვით ფიჭვნარელ ოქრომჭედელთა შემოქმედების ნიმუშები. ზოგიერთი მათგანი უნიკუმების რიცხვს განეკუთვნება. იქმნება ახალი ფორმები, მიმართულებები კოლხურ ოქრომჭედლობაში. შემკობის მოტივთა შორის წამყვანი ადგილი უკავია გრანულაციას. მაღალმხატვრულობით გამოი¬რჩევა ჭრილაფარაკიანი ბეჭედი ეროტისა და აფროდიტეს გამოსახულებით, რომელიც საბერძნეთის საყოველთაოდ ცნობილ დექსიმენეს სახელოსნოს უნდა უკავშირდებოდეს. საუბარი იქნება ელინიზმის ეპოქისათვის მახასიათებელ ცვლილებებზე. ამ დროისათვის ოქროს სამკაულების ერთი ნაწილი აგრძელებს ძველ ტრადიციებს, უმრავლესობა სრულიად ახალ ფორმებს იძენს. მეტად ფართოა ცხოველისთავებიანი საყურეების გავრცელების არეალი. წამყვანია მოძრავსაკიდიანი თავსამკაულები. კიდევ უფრო მრავლდება საკიდები და რგოლსაკიდები. ჩნდება მოთვალული საყურეები. საიუველირო ხელოვნება მორიგ აღმავლობას განიცდის რომაული ხანისათვის. აჭარის ზღვისპირეთში აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშების მიხედვით ჩანს, რომ კლასიკური ხანისათვის დამახასიათებელი გრანულაციის პარალელურად ფართოდ ინერგება ფერადი თვლებით შემკობის მოტივიც. ჩნდება მცირე პლასტიკის ნიმუშები, სუფრაზე მოსახმარი დიდი ზომის ოქროს ფიალები და ა.შ

დასასრულს გავეცნობით ადრეშუასაუკუნეების ოქროს ნაკეთობათა კოლექციას.

პროგრამას წარუძღვება: მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი თამარ ფარტენაძე

მუზეუმის მენჯერი  შორენა დევაძე 

მობ. -577242426

ელ-ფოსტა: devadze.shorena@mail.ru

პროგრამაში  მონაწილეობის  მისაღებად საჭიროა  წინასწარი  რეგისტრაცია.

 

 
 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • მისამართი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის #77

წერილი იგზავნება...

გმადლობთ, რომ მოგვწერეთ. გიპასუხებთ უახლოეს მომავალში.

ელფოსტა ვერ გაიგზავნა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

გთხოვთ, შეავსეთ ყველა ველი.