Share
ქართული / English / русский
სიახლე  |  
  ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი კულტურულ-საგანმანათლებლო და საექსპედიციო სამუშაოებთან ერთად ახორციელებს მეტად ნაყოფიერ საგანმანათლებლო საქმიანობასაც, ამის ნათელი დადასტურებაა 2016 წ. შექმნილი     პროდუქცია, რომელთა რიცხვს განეკუთვნება პროფ. ამირან კახიძის ვრცელი მონოგრაფია, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უნიკალური ძეგლის ფიჭვნარის ძვ.წ. V ს. კოლხური სამაროვნის შესახებ. 
    გამოქვეყნდა მუზეუმის შრომების VI ტომი. მასში შევიდა ირაკლი ფაღავას, ირინა ვარშალომიძისა და სევერიან თურქიას ვრცელი გამოკვლევა აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არაბული მონეტების შესახებ. 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ენეოლით-ბრინჯაოს და ადრერკინის ხანის ექსპონირებული ნივთიერი კულტურის ძეგლების შესახებ ორენოვანი კატალოგის შექმნა. 
  ასევე აღსანიშნავია ირინე ვარშალომიძის მიერ შესრულებული ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული ნუმიზმატიკური საგანძურის კატალოგის შექმნა.
  ბუნებრივია უახლესი გამოცემები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას     

 

 

2017 წლის 13 იანვარს 14.00 სთ. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართება 2016 წლის საგამომცემლო და საექსპედიციო სამუშაოპებთან დაკავშირებული გამოფენა 

 

 23 დეკემბერს ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამა - ,,მონეტები და მათი ისტორია". პროგრაში მონაწილეობა მიიღო ახალისოფელის საჯარო სკოლის 9 - 10 კლასის მოსწავლეებმა.

 

23/12/2016 წ. 15:00 სთ, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა თემაზე - ,,მონეტები და მათი ისტორია" .   

 

 2016 წლის 14 დეკემბერს 15.00 სთ. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა საგნმანათლებლო პროგრამა – ,,იმოგზაურე წარსულში". აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს  ჩაქვის ჩაისუბნის მე–2 საჯარო სკოლის 7–8 კლასის მოსწავლეებმა. 

 

 მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში  13/12/2016 ჩატარდა პრაქტიკულ–თეორიული გაკვეთილი ,,ნიკეს" სკოლის მოსწავლეთათვის თემაზე ,,მძივის ისტორია ჩვენს მხარეში".  

 

 

 2016 წლის 14 დეკემბერს 15.00 სთ. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდება საგნმანათლებლო პროგრამა – ,,იმოგზაურე წარსულში"

 

29/11/2016 ჩატარდა – საუბრები მუზეუმში – გ. ჩხატარაშვილი – ,,იმერეთის უძველესი მოსახლეობა ძუძუანას მღვიმის ზედა პალეოლითური მასალების მიხედვით". ქ. ლვოვში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის ,,ტერიტორიის ათვისება, საცხოვრისი, დასახლება, რეგიონი" შედეგები.

 

  15/11/2016 ჩატარდა – საუბრები მუზეუმში – ა.კახიძე – ,,ბრინჯაოს მეტალურგიის უძველესი კერების კვლევისათვის საქართველოში (აჭარა)". საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ი.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის შედეგები.        

 

   13/11/2016/ წ. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ბათომის" მოწვევით ჩატარდა სამინარ/ვორკშოპი–კულტურული მემკვიდრეობის სწავლების საკითხზე. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ისტორიის მოსწავლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნანა ციხისთავი და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ლურჯი ფარის" ეროვნული კომიტეტის ხემძღვანელი მანანა თევზაძე

 

  10 ნოემბერს ჩატარდა თემატიკური და პრაქტიკული გაკვეთილი მე–7 სკოლის VIIკლასის მოსწავლეთათვის თემაზე: ,,მძივის ისტორია ჩემს მხარეში".    

 

   9 ნოემბერს ჩატარდა თემატიკური და პრაქტიკული გაკვეთილი მე–7 სკოლის VIკლასის მოსწავლეთათვის თემაზე: ,,მძივის ისტორია ჩემს მხარეში".

 

 05/11/2016 პროექტის ფარგლებში ჩაუტარდა ღია გაკვეთილი სკოლა მომპარნასის სკოლის მე–6 კლასის მოსწავლეებს თემაზე: ,,თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილი თიხაზე"

 

4, 11, 18, 25 ნოემბერს 12:30 - 14:30 საათამდე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კერამიკულ სახელოსნოში საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები: დამზადდება რელიგიური თემატიკის ნამუშევრები, რომლებიც გამოიფინება ჩვენსავე მუზეუმში ნიკოლოზობისა და შობისადმი მიძღვნილ გამოფენაზე.

 

მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში 30/10/2016 წ. ჩატარდა პრაქტიკულ–თეორიული კურსი, ბათუმის II საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის თემაზე ,,კერამიკა და ქიმიის საიდუმლოებანი".      

 

 

  ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში განახლდა საგანმანათლებლო პროგრამა სკოლებისათვის ,,მუზეუმი ბავშვებს".

 

   ბათუმის არქეოლოგიურ მუზემს ესტუმრა ინგლისელი ვიზიტორი, პროფესიით კერამიკოსი ბატონი პოლ ბერმანი, მან დიდი ინტერესით დაათვალიერა ჩვენი კერამიკული სახელოსნო, გაგვიზიარა საკუთარი 50–წლიანი გამოცდილება და თავის მხრივ ეზიარა ჩვენი ქართული შავ–კრიალა კერამიკის ტექნოლოგიას.         

 

 

 პროექტ ALECTOR-ის აქტივობები: სემინარები, პრეზენტაციამედია ტურები  და საჩვენებელი ღონისძიება.

    მეტი ინფორმაციისათვის იხ: https://www.facebook.com/Batumi-Archaeological-Museum-529423060584823/?ref=bookmarks

 

 

 30 სექტემბერს 2 საათზე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვია ,,ევროპის კულტურის პარლამენტი" – ს წევრები (ECP)

 

   30 სექტემბერს 2 საათზე ტრენინგის – ,,საგანმანათლებლო პროგრამები აჭარის მუზეუმებში" – ფარგლებში ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი ,,უძველესი რწმენა წარმოდგენები". პროგრამა განკუთვნილია: XI - XII – კლასის მოსწავლეთათვის.

 

27 სექტემბერს 3 საათზე ტრენინგის – ,,საგანმანათლებლო პროგრამები აჭარის მუზეუმებში" – ფარგლებში ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდება საჩვენებელი გაკვეთილი ,,მძივის ისტორია ჩემს მხარეში". პროგრამა განკუთვნილია: V - X – კლასის მოსწავლეთათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა: 60 – 90 წუთი

ჩატარების ადგილი: საგამოფენო დარბაზი, კერამიკული სახელოსნო.

 

 1 ივნისს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმში გაიმართა ბავშთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია, რაც ითვალისწინებდა ექპოზიციის უფასოდ დათვალიერებას და მიღებული შთაბეჭდილებების ასახვას ნახატებში. ასევე მუზეუმის კერამიკულ საამქროში დაამზადეს და მოხატეს მუზეუმში დაცული არტეფაქტების ასლები, რომლებიც საჩუქრად გადაეცათ ავტორებს.აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის სტუდია–ბაღის „ჩიკოს“ და  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის სკოლამდელი ასაკის აღსაზრ¬დელებმა, ასევე სოფელ ჯოჭოს საშუალო სკოლის და ორთაბათუმის  მოსწავლეებმა               



 

   28.05.2016 წ. ბათუმის № 2 საჯარო სკოლის Xკლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მუზეუმის საგამანათლებლო პროგრამაში ,,სამკაულის ხელოვნება"          


 

 ანონსი   

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი გილოცავთ ბავშთა საერთაშორისო დღეს და გიწვევთ ამ დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რაც ითვალისწინებს ექპოზიციის უფასოდ დათვალიერებას და მიღებული შთაბეჭდილებების ასახვას ნახატებში. მსურველები მუზეუმის კერამიკულ საამქროში დაამზადებენ და მოხატავენ მუზეუმში დაცული არტეფაქტების ასლებს, რომლებიც საჩუქრად გადაეცემათ ავტორებს.

   აქცია დაიწყება  15.00სთ-ზე

27.05.2016  წ. ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა  უმასპინძლა ევროკავშირის განყოფილების ორგანიზებით მოწყობილ გაცვლით პროგრამის ,,ფერადი მომავალი“ მონაწილეებს პოლონეთიდან და თურქეთიდან.


 

21 მაისს მუზეუმის საერთაშორისო კვირის ფარგლებში არქეოლოგიურ მუზეუმში მოეწყო აქცია – ,,ღამე მუზეუმში". შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისათვის განხორციელდა პროგრამა მე და ჩემი მეგობარი მუზეუმში" 2030 – 23 სთ.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა:    

 

  1. გამოფენა ,,სასმისის ისტორია".
  2. უძველესი სასმისების ასლების დამზადება კერამიკულ სახელოსნოში.
  3. ნორჩი პოეტის ნიკოლოზ ფუტკარაძის შეხვედრა თანატოლ მკითხველებთან.
  4. აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ნორჩ ხელოვანტა შეხვედრა.

 

 

18 მაისს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მუზეუმების საერთაშორის დღე აღინიშნა. მოეწყო ღია კარის დღე,  უახლესი აღმოჩენების (ძვ.წ. VIIს. სამაროვანი.  სოფელი მახვილაური) გამოფენა და მუზემში მიმდინარე პროექტების და გრანტის ჩვენება.

 

 

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი გიწვევთ მუზეუმის კრირეულზე. კვირეულის ფარგლებში გაიმართება:                                                                                                                           

18 მაისი

1. ღია კარის დღე (მთელი დღის განმავლობაში მუზეუმი უფასოდ უმასპინძლებს დამთვალიერებლებს).  

2. უახლესი აღმოჩენების (ძვ.წ. VIIს. სამაროვანი.  სოფელი მახვილაური) გამოფენა 14–სთ.

3. „ჩვენი საანგარიშო წელი“– მუზეუმში მიმდინარე პროექტების და გრანტების საანგარიშო გამოფენა.                                                 

19–20 მაისი

მუზეუმი უმასპინძლებს ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, პროექტის „ახალგაზრდული თვითმმართველობა 2015“ მონაწილეებს  და  1 საჯარო სკოლის კლუბ „აფსაროსის“ წევრებს.

21 მაისი

აქციის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისათვის განხორციელდება პროგრამა  „მე და ჩემი მეგობარი მუზეუმში“– 20.30–23სთ.

პროგრამის ფარგლებში გაიმართება: 

1.გამოფენა „სასმისის ისტორია“.

2.უძველესი სასმისების ასლების დამზადება კერამიკულ სახელოსნოში.

3.ნორჩი პოეტის ნიკოლოზ ფუტკარაძის შეხვედრა თანატოლ მკითხველებთან.

4.აჭარის მოსწავლე ახალგაზდობის სასახლის ნორჩხელოვანთა შეხვედრა.

 

 

ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა მონაწილეობა მიიღო მე–9 საერთაშორისო გამოფენაში ,,ექსპო ბათუმი 2016"

 

 12.05.2016 წ. ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა უმასპინძლა მოყვარულ არქეოლოგთა ჯგუფს აშშ-დან, რომელიც მოეწყო ტურისტული სააგენტო კავკასუს თრეველის მიერ. სტუმრები დაწვრილებით გაეცვნენ საექსპოზიციო დარბაზებში დაცულ ექსპონატებს. სამახსოვროდ შეიძინეს მუზეუმის სახელოსნოში დამზადებული არქეოლოგიური არტეფაქტების მინაბაძები.


 

 

4.05. 2016.  ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა  სსიპ ,, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ აჭარის  ბიუროს წარმომადგენელი  ირმა გაბინაშვილი. შეხვედრაზე ევროინტეგრაციის პროცესზე, ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხებსა და  ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრეს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

 

 


 

2016 წლის 25–28 აპრილს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებმა – თამარ შალიკაძემ, ნინო ძნელაძემ, ნარგიზ სურმანიძემ და მალხაზ ნაგერვაძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრის 2015 წლის საველე არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგებისადმი მიძღვნილ სესიაში. 

 

 

ბათუმის № 2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მუზეუმის საგამანათლებლო პროგრამაში,,ქიმია და კერამიკის საიდუმლოებანი". 

 

 

 

13-04-2016 წელს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვია პოლონელი ექსპერტები. დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზი, მუზეუმის ოქროს საგანძური. ნახეს კერამიკული საამქრო. გაეცნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტებს. ექსპერტები დაინტერესდნენ ასევე ვიზიტორთა სტატისტიკით და კატეგორიებით

 

 

 

2016 წ. 6 აპრილს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი იყო მხარდამჭერი სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გამართული ინტელექტუალური თამაშის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქ. ბათუმის კერძო დასაჯარო სკოლების 120 –ზე მეტი მოსწავლე. გამარჯვებულ გუნდებს (I ადგილი – ევრო 2000, II – ნიკე, III – მე–8 საჯარო სკოლა) მუზეუმმა გადასცა სასაჩუქრე პაკეტი: მუზეუმის დათვალიერება, ღონისძიებებსა და საგამანათლებლო პროექტებში მონაწილეობის მიღება და საამქროში დამზადებული კერამიკული ნივთები  

 

 

2016 წლის 28 მარტს შპს "თაობა XXI" VII კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის პროგრამაში: "არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული საგანძური". მოსწავლეები გაეცნენ საგანძურში დაცულ როგორც ძველ კოლხურ ისე ელინური მაღალმხატვრული ნაკეთობის საინტერესო ნიმუშებს. პროგრამა დასრულდა შემოქმედებითი ნაწილით. მოსწავლეებმა შექმნეს ნაკეთობები რომლითაც შეამკეს სურათზე გამოსახული ქალის ფიგურა. პროექტს ხელმძღვანელობდა მეცნიერ–თანამშრომელი თამარ ფარტენაძე. 

 

 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის საგანძური ახალი შენაძენით გამდიდრდა. მიწის სამუშაოების დროს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში აღმოჩნდა მეტად საინტერესო ბრინჯაოს საბრძოლო იარაღი, რომლის ერთი ბოლო ხიშტისებური მოყვანილობისაა მეორე კი შუბისპირისებრი. შემთხვევითი მონაპოვარი ძვ.წ. III ათასწლეულით თარიღდება ე.ი. დამზადებულია დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინათ. სიძველესთან ერთად ბრინჯაოს არტეფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმითაც, რომ მეტად ფართოა მისი გავრცელების არეალი საკაცობრიო ცივილიზაციაში. წინასწარეულად ანალოგები მოეძებნა კუნძულ კრეტაზე, ძველ შუამდინარეთში-მესოპოტამიაში, მტკკვარ-არაქსისა და ჩრდილოეთ კავკასიის მაიკოპურ-დოლმენურ თანადროულ კულტურაში. ყოველივე ეს უძველესი ბრინჯაოს მეტალურგიით განთქმული ჩვენი მხარის მსგავსი შორეული კონტაქტების მანიშნებელია.                          


 

 

25. 2016 წ. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მოეწყო ზემო თხილნარის საჯარო სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებული პროგრამის “ქართველი კაცი, ღვინო და ქვევრი” პრეენტაცია, სადაც მთავარი კვლევის საგანი იყო სოფელი თხილნარი.  პროექტის მიზანია გაზარდოს მოსწავლეებში საკუთარი სოფლის ისტორიისადმი პასუხისმგებლობა, ასწავლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში აქტიური თანამონაწილეობა.    

&a

ნანახია: 6366
უკან

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • მისამართი: ბათუმი, ი. ჭავჭავაძის #77

წერილი იგზავნება...

გმადლობთ, რომ მოგვწერეთ. გიპასუხებთ უახლოეს მომავალში.

ელფოსტა ვერ გაიგზავნა. გთხოვთ, სცადოთ თავიდან.

გთხოვთ, შეავსეთ ყველა ველი.