მთავარი გვერდი | ექსპოზიცია | ელინისტური ხანა

ელინისტური ხანა

შრიფთის ზომა: Decrease font Enlarge font
ბერძენ-მაკედონელთა ექსპანსია პირველ ქართულ სახელმწიფოებს - კოლხეთსა და იბერიას უშუალოდ არ შეხებია. მიუხედავად ამისა, ელინისტურ სახელმწიფოებთან უშუალო კონტაქტებმა ჩვენი ქვეყანაც ელინიზმის სფეროში მოაქცია. სწორედ ამ ეპოქისათვის აღმავლობას განიცდის სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურული კავშირები ხმელთაშუა თუ პონტოსპირეთის ქვეყნებთან; წარმოიშვა ახალი საქალაქო ცენტრები. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი მსოფლიო ისტორიული პროცესების აქტიური მონაწილე ხდება. ეს განსაკუთრებით ითქმის კვლავაც ფიჭვნარის, ციხისძირის, ჩაქვის ჩაისუბნის, აგარის, ბათუმისციხის, მახვილაურის, გონიო-აფსაროსისა და მისი შემოგარენის მიმართ. საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიებათა შედეგად მოპოვებულია მდიდარი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა.
elinisruri_1_111926400.jpg
 
 ელინისტურის I კარადა 1. ტერაკოტა; 2. ბრინჯაოს ზარაკები, ფირფიტები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბალთები; 3. ბრინჯაოს საკიდი, ვერცხლის ნახევარმთვარისებრი საკიდები, მშვილდსაკინძები; 4. ვერცხლის კირკალები; 5. მძივები; 6-7. ვერცხლის რგოლსაკიდები; 8. რკინის სკვითური აკინაკი; 9. რკინის შუბისპირები; 10. თიხის მათარები; 11. კოჭობები; 12-13. ქოთნები; 14-15. დოქები; 16. ყურმილიანი დოქები; 17-21. დოქები; 22. დერგი; 23 დოქი; 24. რკინის ცული; 25. თიხის კვირისტავები; 26. დანა 
 
elinistruri_2_996411269.jpg
ელინისტურის II კარადა 1, 3. თიხის სანელსაცხებლეები; 2. ჰიდრისკა; 4. ლაგინოსი; 5. კანთაროსები; 6-8. ვერცხლისა და ბრინჯაოს სამაჯურები; 9. დოქი; 10. შავლაკიანი გუტუსი; 11. სკიფოსი; 12-13. დოქები; 14. არიბალოსები; 15. დოქი; 16. კანთაროსი; 17. ჯამები; 18. ბადის ტყვიის საძირავები; 19. ანკესი; 20. დოქი; 21. იხთია; 22. ლუთერია; 23. ტუჩმილიანი დოქები; 24. ყურიანი სანელსაცხებლე; 25-26. დოქები; 27. არიბალოსი; 28. თასი 
დაამატე:: Add to your del.icio.us del.icio.us | Digg this story Digg