მთავარი გვერდი | ექსპოზიცია | ფიჭვნარის ბერძნული ნეკროპოლი

ფიჭვნარის ბერძნული ნეკროპოლი

შრიფთის ზომა: Decrease font Enlarge font

ჯერჯერობით ელინურ ეთნოსთან უშუალოდ დაკავშირებული ერთადერთი ძეგლია ამიერკავკასიაში. შესანიშნავად დაცული სამარხეული კომპლექსები თუ სარიტუალო მოედნები უმდიდრეს ნივთიერ მასალას იძლევა ლეგენდარული კოლხეთის ანტიკურ სამყაროსთან ურთიერთობის კვლევისათვის. სამარხეულ ინვენტარს შეადგენს როგორც იმპორტული, ისე ადგილობრივი, კოლხური ნაკეთობები. წარმოდგენილია საბერძნეთის მატერიკული ცენტრის, ათენის სადა თუ მოხატული ვაზები, ტერაკოტული ფიგურები, ტორევტიკისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური ძეგლები, ფერადი მინის ნაწარმი, სამკაულები.

nekropoli_1_649444112.jpg 

I კარადა. 1. შავფიგურული ალაბასტრი; 2-3.შავფიგურული ლეკითოსები (ფიჭვნარი, ციხისძირი); 4-5. შავფიგურული ოინოხოიები; 6-9. ფერადი მინის სანელსაცხებლეები (ციხისძირი); 10. ცილინდრული ლეკითოსები; 11. შავლაკიანი ლეკანი (ციხისძირი) 1-2. წითელფიგურული სკიფოსები ბუს გამოსახულებით; 3. სენტ-ვალენტინის ჯგუფის კანთაროსი; 4. შავლაკიანი მაღალძირიანი თასი, კილიკი და ცალყურა თასი; 5. წითელფიგურული სკიფოსები (ციხისძირი); 6-9. ფერადი მინის სანელსაცხებლეები; 10. შავლაკიანი კილიკი და თიხის კვირისტავი; 11. შავლაკიანი სამარილეები; 12. ფეხიანი თასი; 13. კოლხური კერამიკა; 14. იონიური ოინოხოია, ლეკითოსი; 15. მინიატურული თაზოსური ამფორა 

nekropoli_2_575288862.jpg 

მე-2 კარადა. 1. ბრინჯაოს სარკე და სტრიგილა; 2. ბრინჯაოს სკიფოსი და ოინოხოია; 3. ბრინჯაოს სარკეები; 4. ბრინჯაოს ისრისპირები; 5. ბრინჯაოს სიტულას ფრაგმენტები; 6. პიქსიდა და მინიატურული სამარილე; 7. შავლაკიანი სამარილეები, ბრინჯაოს ზარაკები; 8. ტყვიის გამირი; 9. იონიური ამფორის ზედა კორპუსი; 10. ლეკანი; 11. შავლაკიანი კილიკი; 12. ბრინჯაოს ლურსმნები; 13. შავლაკიანი სკიფოსი; 14. იონიური ოლპა, დოქი, ოინოხოია; 15. პიქსიდა; 16. შავლაკიანი ბოლსალი; 17. შავლაკიანი ჯამის ქუსლი; 18. შავლაკიანი ასკოსი; 19. შავლაკიანი ლეკითოსი; 20. შავლაკიანი კილიკი; 21. კოლხური ყურმილიანი დოქი 

nekropoli_3_456340590.jpg 

დაამატე:: Add to your del.icio.us del.icio.us | Digg this story Digg