ძვ.წ. V საუკუნის კოლხური სამაროვანი
ანტიკურ ხანაში კოლხეთი წარმოადგენდა ძლიერ სახელმწიფოს. ისტორიის მამა ჰეროდოტე წერდა: ,,სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც მეწამულს უწოდებდენ. ამათ ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდიელები, მიდიელების ზემოთ სასპეირები, სასპეირების ზემოთ კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფასისი. ეს ოთხი ხალხი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე.’’ უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით ჩანს, რომ იმდროინდელ მსოფლიოში მსგავსი სახელის მოხვეჭაში თავისი წვლილი თანამედროვე აჭარის ტერიტორიაზე მოსახლე კოლხებმაც შეიტანეს. ფიჭვნარის ძვ.წ. V საუკუნის კოლხური სამაროვანი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. სამარხეულ კომპლექსებში წარმოდგენილი ინვენტარის მიხედვით დასტურდება, რომ ძვ.წ. I ათსწლეულის შუა ხანებისათვის დასრულებულია ადრეკლასობრივი საზოგადოების, ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების, ვაჭართა ფენის ფორმირება. ადგილობრივი მოსახლეობა ჩაბმულია მსოფლიო იტორიულ პროცესში. მჭიდრო კონტაქტები აქვს დამყარებული ანტიკური, კერძოდ, ბერძნული სამყაროს სხვადასხვა ცენტრთან. ძვ.წ. V საუკუნის კოლხური თემების სამაროვანზე აღმოჩენილი მასალების მიხედვით ჩანს, რომ მისი დამამზადებელი და მომხმარებელი საზოგადოება მაღალი, დახვეწილი გემოვნების მატარებელია. ფიჭვნარის მიხედვით ირკვევა, რომ კლასიკურ ხანაში კოლხური კულტურა თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს.

1. თიხის ცილინდრული მძივი; 2. პასტისებური მინის მძივები; 3. იოტები; 4. კოლხური ყურმილიანი დოქი.
1-3. მინიატურული დოქები, ტერაკოტა ფრინველის თავის გამოსახულებით; 4. ბრინჯაოს ლურსმნები; 5. ვერცხლის მძივები, რგოლები, სხივანა საყურეები; 6. ბრინჯაოს ბიკონუსური საყურეები, რგოლი, ჩქიფა, მშვილდსაკინძი; 7. ორყურა ქოთნები; 8-13. კოლხური დოქები; 14. ჯამი
1. გიშრის მძივები; 2. შავი მინისებური პასტის მძივები; 3. ყურმილიანი დოქი; 4. თვალადი მძივები; 5. სარდიონის მძივები; 6. ქარვის მძივები; 7. ყურმილიანი დოქი



del.icio.us
Digg