ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანა
საკაცობრიო ცივილიზაციის უძველესი კერებისა და განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ძეგლების მიხედვით კარგად ჩანს, რომ ადამიანთა საზოგადოების მორიგი პროგრესი ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანას უკავშირდება. სათავე დაედო ქვის ხანიდან ლითონის საუკუნეზე გარდამავალ პერიოდს; შეიქმნა ადრესამიწათმოქმედო და მეტალურგიული კერები. საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საყოველთაოდ ცნობილი შულავერისა და მტკვარ-არაქსის კულტურები, რომლებიც ეხმაურებიან წინა აზიის, ეგვიპტის, ეგეოსის სამყაროს, ევროპისა და შუა აზიის თანადროულ ცივილიზაციებს. საინტერესო არქეოლოგიური მონაპოვრებით გამოირჩევა აჭარაც.

1-2. ცალყურა ქოთნები (ისპანი) 3. დერგი (ჯანჯღნარი); 4. შუბისპირი (ქობულეთი, კვირიკე); 5. კაჟის ისრისპირი (ხელვაჩაური, ტალახნარი); 6. ქვის ცული (ისპანი); 7. ძვლის სახვრეტები (ხულო, ჯანჯღნარი); 8. ცულის ხის მოდელი (ისპანი); 9. კაჟის ისრისპირი (ქედა, ველათი); 10. კაჟის ისრისპირი (ჩაქვი, ჩაისუბანი); 11. ქილისებური ჭურჭელი (ჯანჯღნარი); 12. ჯამი (ჯანჯღნარი); 13. ტიგელები (ქობულეთი, ისპანი); 14. ქოთანი (ისპანი); 15. კვირისტავები (ისპანი); 16. ქილები (ისპანი); 17. ქოთნის პირ-ყელისა და ყურის ნატეხები (ისპანი); 18. ჯამი (მტკვარ-არაქსი); 19. ქოთნის ფრაგმენტი (მტკვარ-არაქსი); 20. სადგრები (მტკვარ-არაქსი); 21 კერის ფრაგმენტები (მტკვარ-არაქსი).



del.icio.us
Digg