ნეოლითი

შრიფთის ზომა: Decrease font Enlarge font

დასავლეთ ამიერკავკასია, მათ შორის აჭარაც განეკუთვნება მსოფლიო ცივილიზაციის იმ კერათა რიცხვს, სადაც პირველად დაიწყო მითვისებითი მეურნეობიდან (შემგროვებლობა, ნადირობა) მწარმოებლურ მეურნეობაზე (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეთუნეობა, ფეიქრობა) გადასვლა. ნოვატორული ცვლილებები მოხდა ქვის იარაღების დამზადების ტექნოლოგიაში (გაპრიალება, გახეხვა, გახვრეტა). აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნეოლითური ხანის (ძვ.. VIII-VI ათასწლეულები) ძეგლებზე (ბეშუმი, ყიშლა, მახვილაური, ჩაისუბანი, სახალვაშო, ჩოლოქი, ჯიხანჯური, ხუცუბანი, სოფ. ქობულეთი, კვირიკე) არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებულია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა.

Neoliti_265384049.jpg 

1. სათლელები; 2. სატეხი; 3. ნუკლეუსები; 4. სალესები; 5. სახოკები, ლამელები, საჭრისები, სახვრეტი; 6. ბადის საწაფები; 7. თოხი; 8. ხელცულები; 9. შურდულის ქვები; 10. გახვრეტილი ქვები; 11. თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები; 12. ხელსაფქვევები; 13. საცეცხლური; 14. ქვის ფილა; 15. სანაყი. 

დაამატე:: Add to your del.icio.us del.icio.us | Digg this story Digg