სამეცნიერო-პოპულარული ექსპოზიციის გახსნა
2007 წლის ბოლოს მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო-პოპულარული ექსპოზიცია, რომელშიც თავი მოიყარა სამხრეთ-დასავლეთ საქართთველოში აღმოჩენილმა სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის უნიკალურმა ძეგლებმა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მითვისებითი მეურნეობიდან მაწარმოებლურზე გარდამავალი ეპოქის, ახალი ქვის ხანის, ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის, მნიშვნელოვანი მეტალოგენური ცენტრის (ჭოროხის აუზი), აგრეთვე, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ტომობრივი კოლხური კულტურის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალა.




del.icio.us
Digg