პალეოლითი

შრიფთის ზომა: Decrease font Enlarge font

                                      საქართველო მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაა. იგი ექცევა ანთროპოგენეზის არეალში. ამის დასტურია დმანისის ჰომინიდების (ადამიანთა წინაპრის) ნაშთები, რომლებიც თანმხლები ქვის იარაღების, მცენარეული თუ ცხოველთა ძვლოვანი მასალის მიხედვით 1,8-1,7 მლნ. წლით თარიღდებიან. დღეისათვის აღიარებულია, რომ ეს უძველესი ნაკვალევია ევრაზიაში, რომელიც ცხადყოფს, რომ ადამიანთა წინაპარმა წინა აზიის დერეფნის გავლით აფრიკიდან საქართველომდე შემოაღწია. კიდევ უფრო მდიდარია ჩვენი ქვეყანა მომდევნო ეპოქების პალეოლითური ძეგლებით. აშელისა და მუსტიეს ეპოქის ასეულობით ნაკვალევია მიკვლეული ჯავახეთის ზეგანზე, ისტორიულ ქვემო ქართლში, იორ-ალაზნის აუზში, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, რიონ-ყვირილას ორმდინარეთში და თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამათ რიცხვს განეკუთვნება აჭარის მთიანეთში აღმოჩენილი აშელის ხანით დათარიღებული ძეგლი .. ბულულას სერზე კურორტ ბეშუმთან.

 

givi_paleoliti1_925929756.jpg

1. თავის ქალები (დმანისი); 2. ქვედა ყბები (დმანისი); 3-5. ხელცულები (ჭიქიანის მთა); 6. საჩეხი იარაღი (ჭიქიანის მთა); 7. ნუკლეუსები (კაცხი); 8. ანატკეცები (კაცხი); 9. სახოკები (კაცხი); 10. სახოკი (კაცხი); 11. წვეტანა (კაცხი); 12. ნუკლეუსები (ტოღონ კლდე, ძუძუანას მღვიმე); 13. საფხეკები (ძუძუანას მღვიმე); 14. ლამელები (ძუძუანას მღვიმე); 15. საჭრისები (ძუძუანას მღვიმე). 16. ნუკლეუსი (ბეშუმი); 17. საჩეხი იარაღი (ბეშუმი); 18. ანატკეცი (ბეშუმი); 19. სახოკი (ბეშუმი); 20. დისკოსებური ნუკლეუსი (ბეშუმი). 

დაამატე:: Add to your del.icio.us del.icio.us | Digg this story Digg