მთავარი გვერდი | ექსპოზიცია | განვითარებული შუასაუკუნეები

განვითარებული შუასაუკუნეები

შრიფთის ზომა: Decrease font Enlarge font

აჭარა განვითარებული შუასაუკუნეებისათვის ძლიერი ფეოდალური მონარქიის შემადგენელი ნაწილია. აქ გაშლილია ფართო საგზაო და სამონასტრო მშენებლობა, შენდება თაღიანი ხიდები, უმნიშვნელოვანესი საზღვაო და სახმელეთო გზებით, გადასასვლელებითა და მდინარეთა (ჭოროხი, მაჭახელა, აჭარისწყალი, კინტრი¬ში) ხეობებით აჭარა უკავშირდება ქართული რენესანსის სამხრეთულ ცენტრს - ტაო-კლარჯეთს. ეს აღმშენებლობა შეწყდა გვიანშუასაუკუნეებიდან, როცა თურქთა მიერ დაპყრობილი აჭარა ოსმანთა იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

ganvitharebuli_shuasaukuneebi_174683440.jpg 

1,ღვთისმშობლის ჭედური ხატი (ვერნები); 2. ბრინჯაოს ჯვარი (სხალთა); 3. კირქვის ჯვარი (სხალთა); 4. რკინის ჯვარი (თხილვანა); 5. ბრინჯაოს ზარაკი (სხალთა); 6. რკინის ფეშხუმის მკლავი და რკინის სამკერდე ჯვარი (სხალთა); 7. ბრინჯაოს ჯვრის მკლავი (გონიო-აფსაროსი); 8. თავების სკულპტურული გამოსახულებები (ხინო); 9. თონის კედლები (ჭვანა-ტაკიძეები); 10. ეკლესიის კედლის ნაწილები (ვანაძეები); 11. ტაძრის სვეტის ფრაგმენტი წმინდა გიორგის რელიეფური გამოსახულებით (ხინო, კობალაური); 12. ეკლესიის კედლის ფრაგმენტები; 13. ეკლესიის სვეტის ფრაგმენტი (ხინო, კობალაური); 14. წითელლაკიანი ჯამი (ვერნები); 15. ჯამი (ვანაძეები); 16. მოჭიქული ჯამის ძირი (ვერნები) 

დაამატე:: Add to your del.icio.us del.icio.us | Digg this story Digg