რომაული ხანა

შრიფთის ზომა: Decrease font Enlarge font

რომის ექსპანსია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსაც შეეხო. კოლხეთი რომის მცირეაზიული პროვინციის შემადგენელი ნაწილი გახდა. რომის აღმოსავლეთ იმპერიის საზღვრების დაცვის მიზნით შენდებოდა რომაული ციხე-სიმაგრეები, .. კასტელები. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიო-აფსაროსი. იტალიასა და ეგვიპტეში აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლების, წერილობითი ცნობების, შემთხვევითი მონაპოვრებისა (გონიოს განძი) და გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი მდიდარი და მრავალფეროვანი ნივთიერი ძეგლების მიხედვით ჩანს, რომ ახ.. I-III საუკუნეებში აჭარის ზღვისპირეთი ჩართულია მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

romauli_xana_413131323.jpg 

1. ბრინჯაოს სერაპისის ქანდაკება; 2. ბრინჯაოს სამფეხა ჭრაქი; 3. ტერაკოტა - რომაელი მამაკაცის თავის გამოსახულება; 4. ბრინჯაოს ჭრაქები; 5. მინის ფიალა; 6. მინის სანელსაცხებლე; 7. თიხის ჭრაქები; 8. მინის ჭურჭლის ფრაგმენტები; 9. ბირთვები; 10. გვერდაკეცილი კრამიტი; 11-13. დამღიანი აგურები; 14. ქვევრის პირის ფრაგმენტები; 15. თიხის დოქი; 16. საწაფი 

დაამატე:: Add to your del.icio.us del.icio.us | Digg this story Digg