ბიბლიოთეკა
სამეცნიერო ბიბლიოთეკა მუზეუმში ფუნქციონირებს სარესტავრაციო ლაბორატორია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფონდებში დაცული მასალის გრაფიკულ და ფოტოფიქსაციას. შეიქმნა ფოტოლაბორატორია და ფოტოარქივი. მუზეუმს გააჩნია მდიდარი სპეციალიზირებული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის წიგნადი ფონდი შეიქმნა საქართველოს ეროვნული, მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნო ლოგიის ინსტიტუტის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტი ტუტის, ნ.ბერძენიშვილის სახ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ბათუმის სამუზეუმო გაერთიანების, ზუგდიდისა და ბათუმის ცენტრალური ბიბლიოთეკების დახმარებით. პარალელურად ხდებოდა პროფილური ლიტერატურის შეძენა კერძო პირებიდან.საბიბლიოთეკო ფონდების შევსების მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ საზღვარგარეთის, კერძოდ, გერმანიის, ინგლისისა და საფრანგეთის არქეოლოგიური მუზეუმებისა და ინსტიტუტების ბიბლიოთეკების გაცვლითი ფონდების განყოფილებებთან. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის მუზეუმის ევრაზიული განყოფილების ბიბლიოთეკის გაცვლითი ფონდის წვლილი. დღეისათვის ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის წიგნადი ფონდი შეადგენს 2030 ეგზემპლარს. მომავალ წელს დაგეგმილია ბიბლიოთეკის კომპიუტერული კატალოგის შექმნა.


