ექსპოზიცია

სამეცნიერო-პოპულარული ექსპოზიცია 

2007 წლის ბოლოს მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო-პოპულარული ექსპოზიცია, რომელშიც თავი მოიყარა სამხრეთ-დასავლეთ საქართთველოში აღმოჩენილმა სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის უნიკალურმა ძეგლებმა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მითვისებითი მეურნეობიდან მაწარმოებლურზე გარდამავალი ეპოქის, ახალი ქვის ხანის, ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის, მნიშვნელოვანი მეტალოგენური ცენტრის (ჭოროხის აუზი), აგრეთვე, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ტომობრივი კოლხური კულტურის  ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალა.

eqspozicia1_973205079.jpg