ჩვენს შესახებ

m.jpg ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი დაარსდა 1994 წელს. მის ფონდებში თავმოყრილია აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ძეგლები. სამუზეუმო საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა საექსპედიციო მუშაობა. სამუზეუმო ფონდები მნიშვნელოვნად გაამდიდრა არქეოლოგიური მუზეუმის მიერ წარმოებული ექსპედიციებისა და მცირე დაზვერვითი სამუშაოების შედეგად მოპოვებულმა არქეოლოგიურმა მასალამ. 1994-2008 წლებში მუზეუმის ძალებით დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა  სოფ. კოლოტაურში, გობრონეთში, საღორეთში, წონიარისში (ქედის რაიონი), სოფ. თხილნარისა (ხელვაჩაურის -ნი) და ჩაქვის ჩაისუბნის (ქობულეთის -ნი) ტერიტორიებზე. მუზეუმის ფონდები მნიშვნელოვნად შეავსო საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებულმა ნივთიერი კულტურის ძეგლებმა. ექსპედიცია 1998 წლიდან მუშაობს ფიჭვნარში. მასში ბათუმის არქეოლოგიური და ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმთან ერთად მონაწილეობენ .ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლონ­დონის^ნოთინგემის, ოქსფორდის, ჰონკონგისა და შტუდგარტის უნივერსიტე ტების თანამშრომლები და სტუდენტები. გარდა საველე კვლევა-ძიებისა, მიმდინარეობს მოპოვებული მასალის მეცნიერული დამუშავება. ოქსფორდის უნივერსიტეტში არაერთგზის იმყოფებოდნენ სამეცნიერო მივლინე ბაში  მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლები. ექსპედიციის ხელმძღვანელების, პროფ. .კახიძისა და .ვიკერსის ავტორობით ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედი ციის ხუთწლიანი ანგარიში - @”ფიჭვნარი I”. მუზეუმის თანამშრომლები ექსპედიციის ათწლიანი მუშაობის ანგარიშებით წარდგნენ საქართველო-ბრიტანეთისა და პოლონეთ-უკრაინის ერთობლივი არქეო ლო გიური ექსპედიციების ათწლიანი კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი საერთაშო რისო სამეცნიერო სიმპოზიუმზე, რომელიც 2008 წელს ჩატარდა პოლონეთში, . კრაკოვში. 2008 წლის ივლის-აგვისტოში განხორციელდა საქარ თველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივი  ექსპე დი ციის მე-11 სეზონი.


მუზეუმში ფუნქციონირებს სარესტავრაციო ლაბორატორია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფონდებში დაცული მასალის გრაფიკულ და ფოტოფიქსაციას. შეიქმნა ფოტოლაბორატორია და ფოტოარქივი. მუზეუმს გააჩნია მდიდარი სპეციალიზირებული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის წიგნადი ფონდი შეიქმნა საქართველოს ეროვნული, მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიისა და ეთნო ლოგიის ინსტიტუტის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტი ტუტის, .ბერძენი შვილის სახ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ბათუმის სამუზეუმო გაერთიანების, ზუგდიდისა და ბათუმის ცენტრალური ბიბლიოთეკების დახმარებით. პარალელურად ხდებოდა პროფილური ლიტერატურის შეძენა კერძო პირებიდან.

საბიბლიოთეკო ფონდების შევსების მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ საზღვარგარეთის,კერძოდ, გერმანიის, ინგლისისა და საფრანგეთის არქეოლოგიური მუზეუმებისა და ინსტიტუტების ბიბლიოთეკების გაცვლითი ფონდების განყოფილებებთან. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის მუზეუმის ევრაზიული განყოფილების ბიბლიოთეკის გაცვლითი ფონდის წვლილი.დღეისათვის ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის წიგნადი ფონდი შეადგენს 2030 ეგზემპლარს.მომავალ წელს დაგეგმილია ბიბლიოთეკის კომპიუტერული კატალოგის შექმნა. 2007 წლის ბოლოს მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო-პოპულარული ექსპოზიცია, რომელიც დამთვალიერებელს აცნობს მხარის უძველეს ისტორიასა და კულტურას ცალკეული ეპოქების მიხედვით. ექსპოზიციის საგამოფენო სტენდებიდან შესანიშნავად ჩანს, რომ საქართველო მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაა. იგი ექცევა ანთროპოგენეზის არეალში. ამის დასტურიადმანისის ჰომინიდების (ადამიანთა წინაპრის) ნაშთები, რომლებიც თანმხლები ქვის იარაღების, მცენარეული თუ ცხოველთა ძვლოვანი მასალის მიხედვით 1,8-1,7 მლნ. წლით თარიღდება.დმანისი უძველესი ნაკვალევია ევრაზიაში. აღიარებულია, რომ ადამიანთა წინაპარმა წინა აზიის დერეფნის გავლით აფრიკიდან საქართველომდე მოაღწია.

კიდევ უფრო მდიდარია ჩვენი ქვეყანა მომდევნო ხანის არქეოლოგიური ძეგლებით. აშელისა და მუსტიეს ეპოქის ასეულობით ნაკვალევია მიკვლეული ჯავახეთის ზეგანზე, ისტორიულ ქვემო ქართლში, იორ-ალაზნის  აუზში, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, რიონ-ყვირილას ორმდინარეთში და თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამათ რიცხვს განეკუთვნება აჭარის მთიანეთში აღმოჩენილი აშელის ხანის  ძეგლი კურორტ ბეშუმთან (ბულულას სერი).