
2021 წელს საქართველოში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 40%-ს გადააჭარბა
გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6 პროცენტით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ვიგებთ. “საქსტატის” მონაცემებით 2021 წელს ექსპორტი 26.9%-ით გაიზარდა და 4 242.3 მლნ დოლარს მიაღწია. ხოლო, იმპორტი 25.1%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 10 077.0 შეადგინა.
შესაბამისად გაზრდილია უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც და ის 2021 წელს 5 834.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტს შეადგენს.