საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ 98 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9%-ით აღემატება.

ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის – რეინვესტირებისა და სააქციო კაპიტალის მაჩვენებლების მატებით.

გასულ წელს სააქციო კაპიტალის მოცულობა 697 მლნ დოლარი იყო. რაც შეეხება რეინვესტირებას, მისმა წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 65.7% შეადგინა (1 მლრდ 378 მლნ დოლარი). ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები ნაკლებად შემოდის და უკვე არსებული ინვესტორების მიერ ხდება მიღებული შემოსავლების/მოგების ხელმეორედ დაბანდება.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement