
2023 წლის თებერვალში ფულადი გზავნილები 103%-ით გაიზარდა – რუსეთიდან 754%-ით
2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი (985.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103.0%-ით (188.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში რუსეთიდან საქართველომ 187.3 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გზავნილები 754%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ თებერვლის გზავნილების სტატისტიკაში რუსეთი პირველ პოზიციაზეა.
თებერვალში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო:
- რუსეთის ფედერაცია – $187.3 მლნ / წლიური ზრდა 754%;
- იტალია – $38.9 მლნ / ზრდა 18%;
- აშშ – $30.5 მლნ / ზრდა 44%;
- საბერძნეთი – $17.4 მლნ / ზრდა 12%;
- ისრაელი – $16.4 მლნ / ზრდა 16%;
- გერმანია – $14.7 მლნ / ზრდა 29%;
- ყაზახეთი – $12.9 მლნ / კლება 6%;
- თურქეთი – $8.8 მლნ / ზრდა 19%;
- ყირგიზეთი – $6.2 მლნ / ზრდა 83%;
- ესპანეთი – $4.3 მლნ / კლება 2%.