23 ნოემბრიდან, რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 2735.2 რუბლამდე (6.4%-ით), შემცირდა  ერთი კვირის წინანდელ ფასთან (2922.1 რუბლი) შედარებით. განცხადებას რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქერის გადასახადი ტონაზე 2686,7 რუბლიდან – 2,43 ათას რუბლამდე შემცირდა. მაგრამ სიმინდის გადასახადის დინამიკა ყველაზე დიდი აღმოჩნდა – მაჩვენებელი 2,3-ჯერ დაეცა – ტონაზე 447,5 რუბლიდან – 193,8 რუბლამდე.

2022 წლის 6 ივლისიდან რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეულის გადასახადს ითვლის რუბლებში და არა დოლარში.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement