უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, უეფას სტანდარტის საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონი ქობულეთსა და ბათუმში აშენდა. უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის აშენდა და სტადიონებს თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოში რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ბრიტანულმა კომპანიებმა („Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა) შეასრულეს.

სტადიონებზე მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები. დარჩენილია სტადიონების მოპირკეთებისა და ტესტირების სამუშაოები.

ისეთი სტანდარტის ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას.

სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement