ფილმების პოპულარული ონლაინ საიტები adjaranet-ის და imovies-ი მაყურებლისთვის ისევ ხელმისაწვდომია.

ამ ეტაპზე უცნობია, ისევ გაითიშება თუ არა საიტები, ასევე უცნობია როგორ მოახერხეს საიტებმა ონლაინ სივრცეში დაბრუნება, თუმცა უკვე 24 საათზე მეტია საიტები ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში მოკლე კომენტარს აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ საკითხს სწავლობენ.

“ამ ეტეპზეც საიტები მომხმარებლებს კონტენტს კვლავ არალეგალურად სთავაზობენ, საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და განცხადება, მოკვლევის დასრულების შემდეგ გაკეთდება”,- აცხადებენ მარეგულირებელ უწყებაში.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement