როგორც BBC-ი წერს, არგენტინაში თებერვლის წლიური ინფლაციის დონემ 102.5% შეადგინა. სასურსათო პროდუქციის ჯგუფზე თებერვალში, იანვართან შედარებით, ფასები 9.8%-ით არის გაზრდილი.

აღნიშნული ზრდა განპირობებულია ხორცის ფასის ზრდით, რომელიც წინა თვესთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.

ინფლაციის მიზეზად სიცხესა და გვალვასაც ასახელებენ, რომელმაც იმოქმედა პირუტყვსა და მოსავალზე.

გასული წლის სექტემბერში, ფასების ზრდისგან შეწუხებულმა ხალხმა ქვეყანაში აქციებიც მოაწყვეს. აქციების საპასუხოდ კი  არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების ზრდის საპასუხოდ, ცენტრალური ბანკი ახალ 2000 პესოიან ბანკნოტს ($9.9) დაბეჭდავდა.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement