მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი სალონიკი – თბილისი – სალონიკის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას  იწყებს.

ფრენები 2023 წლის 22 მაისიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement