
ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
წელს ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა და 1.178 მლრდ დოლარს აღწევს. სულ საექსპორტო ბაზრებზე 60,475 ავტომობილია გატანილი. ავტოექსპორტში ზრდა 217%-ია. ავტომობილების რეექსპორტზე მოდის მთლიანი ექსპორტის 32.9%.
რეექსპორტის ნაწილში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება რუსეთის მიმართულებით. მაგალითად ივლისში, საქართველოდან რუსეთში 13.3 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია განხორციელებული, რაც წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. რუსეთში 2023 წლის 7 თვის მონაცემებით კი, 65.8 მლნ დოლარის 4 840 ავტომობილია გატანილი. 1 ავტომობილის საშუალო ფასი 13.5 ათასი დოლარია. 2022 წლის ამავე პერიოდში რუსეთში 22.29 მლნ დოლარის 1834 ავტომობილის რეექსპორტი იყო განხორციელებული.
რეექსპორტის ტოპ -10 ბაზარი
- ყირგიზეთი – 299.9 მლნ დოლარი
- ყაზახეთი – 281.05 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი – 259.06 მლნ დოლარი
- სომხეთი – 207.67 მლნ დოლარი
- რუსეთი – 65.86 მლნ დოლარი
- ტაჯიკეთი – 17.47 მლნ დოლარი
- ბელგია – 12.8 მლნ დოლარი
- უკრაინა – 9.15 მლნ დოლარი
- გაერთიანებული საამიროები – 7.33 მლნ დოლარი
- თურქეთი – 5 მლნ დოლარი