აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ კი აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასმა 2,61%-ით, 2,21 აშშ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 86,88 აშშ დოლარი შეადგინა.

აზერბაიჯანის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ნავთობის ფასს 50 აშშ დოლარის დონეზე ითვალისწინებს.

ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement