ბაკურიანში სატრანსპორტო ჰაბის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და ის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში აშენდება.

კომპლექსი მულტიფუნქციური იქნება, ის მოიცავს პარკინგს და ასევე ისეთ მომსახურებას, როგორიცაა ავტოსამრეცხაო, ავტომობილების ტექმომსახურება და დაცვის ჯიხური სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისათვის. კომპლექსში ასევე განთავსდება შპს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ოფისი. პარკინგი, სერვისები და სათანადო საოფისე სივრცეები პროექტით უნდა იქნას გათვალისწინებული.

საპროექტო მოედანი 13 712 კვ.მ.-ია და ბაკურიანის შემოვლითი გზის ახლოს მდებარეობს.
სატენდერო განაცხადში წერია, რომ სასურველია, ოფისის სივრცე გზასთან ახლოს მდებარეობდეს, უფრო დაბალ დონეზე, რათა მოეწყოს როგორც ღია, ისე დახურული პარკინგები და სერვისები.

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, მათ შორის ბოლო 3 წელში საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა მინიმუმ 11,330 მლნ ლარის უნდა იყოს, ხელმისაწვდომი წლიური შესაძლებლობა კი მინიმუმ 8,5 მლნ ლარი, პრეტენდენტს მოუწევს ლიკვიდური აქტივების და/ან საკრედიტო საშუალებების, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებების, გარდა ავანსის თანხისა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კონტრაქტის ფარგლებში, ხელმისაწვდომობის დასტური მინიმუმ 1,89 მლნ ლარის ოდენობით და სხვა.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement