დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს გაზარდოს გადასახადები ნავთობკოპანიებზე, მათ შორის BP-სა და Shell-ზე. მიზანი: დაეხმარონ ბრიტანულ ოჯახებს გაუმკლავდნენ ენერგიის მზარდი გადასახადებს.

მთავარმა ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ ამ შაბათ-კვირას მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, დააწესოს “მოულოდნელი გადასახადი” იმ კომპანიებზე, რომლებიც ნავთობისა და გაზის ამოტუმბვას ახორციელებენ ჩრდილოეთ ზღვიდან. პარტიაში მიიჩნევენ, რომ შემოსული თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნას საყოფაცხოვრებო გადასახადების შესამცირებლად. შემცირების ეფექტი კი საშუალოდ 200 ფუნტის ექვივალენტი იქნება.

პარტიაში ამბობენ, რომ კომპანიების მიერ გადახდილი კორპორატიული გადასახადის განაკვეთი ერთი წლის განმავლობაში 10 პროცენტული პუნქტით უნდა გაიზარდოს. დამატებითი შემოსავალი დაიხარჯება ელექტროენერგიაზე 5%-იანი გადასახადის სუბსიდირებაზე ერთი წლის განმავლობაში და დაფარავს ათეულობით მცირე ენერგოპროვაიდერს. რომლებიც უკვე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან საბითუმო ხარჯების გაზრდის გამო. ეს გადაწყვეტილება, ასევე გაზრდის ენერგიის სუბსიდიებს უღარიბეს ოჯახებისთვის 400 ფუნტამდე წელიწადში, ამჟამად სუბსიდირება 140 ფუნტის (190 აშშ დოლარი) ფარგლებში მერყეობს.

BP და Shell ორივე ჩრდილოეთის ზღვაში მოქმედი კომპანიებია და ისარგებლეს გაზისა და ნავთობის ფასების ზრდით. BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარდ ლუნიმ ნოემბერში განუცხადა Financial Times-ს, რომ საქონლის ფასების ზრდამ კომპანია გადააქცია “სალაროს მანქანად”. კომპანიამ გამოაქვეყნა 3,3 მილიარდი დოლარის მოგება 2021 წლის მესამე კვარტალში და განაცხადა, რომ გეგმავს დამატებით 1,25 მილიარდი დოლარის დაბრუნებას აქციონერებისთვის.

რაც შეეხება Shell-ს, მან კვარტალში $4 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა და ასევე “აჯილდოებს” ინვესტორებს 7 მილიარდი დოლარის აქციების გამოსყიდვის პროგრამით.

ინდუსტრიული ჯგუფი OGUK, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ მწარმოებლებს, მათ შორის Shell-სა და BP-ს, გასულ კვირას განაცხადა, რომ მოულოდნელი გადასახადი გააუარესებს ენერგეტიკული კომპანიების ქვეყანაში ინვესტირების ტენდენციებს. ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს, ზოგადად ინდუსტრიალიზაციისთვის. რაც კიდევ უფრო დაუცველს დატოვებს იმ მოქალაქეებს, ვისი დახმარების მოტივითაც იზრდება გადასახადები.

საგულისხმოა, რომ გაერთიანებული სამეფოს შინამეურნეობები უკვე იმყოფებიან 5%-იან ინფლაციის მდგომარეობაში. როგორც Resolution Foundation – ი იტყობინება, შინამეურნეობების ყველაზე ღარიბი 10% ენერგომატარებლებზე ხარჯავს, თავიანთი მთლიანი ბიუჯეტის 8.5%-დან 12%-მდე.

ამერიკის ბანკის მონაცემებით, ბრიტანელი მომხმარებლები გადაიხდიან დაახლოებით 790 ფუნტ სტერლინგით მეტს სხვადასხვა ენერგო მატარებლების მიმართულებით, იქნება ეს გათბობა თუ განათება.  ევროპის საბითუმო გაზის ფასი წინა წელთან შედარებით 400%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგია 300%-ით გაიზარდა, განაცხადეს ბანკის ანალიტიკოსებმა გასულ კვირას.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement