20 ახალი „პანდემიური მილიარდერი“ შეიქმნა აზიაში Covid-19-ზე საერთაშორისო რეაგირების წყალობით. ხოლო, 140 მილიონი ადამიანი მთელ კონტინენტზე სიღარიბეში ჩავარდა, რადგან სამუშაო ადგილები დაიკარგა პანდემიის დროს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია Oxfam-მა გაავრცელა.

საქველმოქმედო ორგანიზაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2021 წლის მარტისთვის ფარმაცევტული საშუალებების, სამედიცინო აღჭურვილობისა და სერვისების მწარმოებელი კომპანიების მოგებამ, რომელიც  Covid-19 სამკურნალოდ საჭირო პროდუქციას აწარმოებენ, 20 ადამიანი ახალი მილიარდერი გააჩინა.

ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან, ინდოეთიდან და იაპონიიდან, ახალ მილიარდერებს შორისაა Li Jianquan, რომლის ფირმა Winner Medical-ის დამფუძნებელია. კომპანია აწარმოებს პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას (PPE) ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

ასევე ახალ მილიარდერებს შორისაა Dai Lizhong, რომლის კომპანია Sansure Biotech – ი, Covid-19 – ის ტესტებს და დიაგნოსტიკურ საშუალებებს აწარმოებს.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მილიარდერების საერთო რაოდენობა თითქმის მესამედით გაიზარდა 2020 წლის მარტში და 803-დან 1087-მდე გასული წლის ნოემბერში. ხოლო, მათი კოლექტიური სიმდიდრე გაზრდილია 74%-ით.

ორგანიზაციის კვლევითვე, მოხსენებაში ნათქვამია, რომ უმდიდრესი 1% ფლობს უფრო მეტ სიმდიდრეს, ვიდრე ყველაზე ღარიბი 90% რეგიონში.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement