
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 8.7%-მდე შემცირდა
დიდ ბრიტანეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა.
კერძოდ, აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 8.7% შეადგინა, რაც 1.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე და ერთწლიან მინიმუმს წარმოადგენს.
მიუხედავად ძირითადი მაჩვენებლის შემცირებისა, საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით ისევ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. CPI-ის დონემ აპრილში 6.8%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ოცწლიანი მაქსიმუმია.
ინფლაციის დონის მოსალოდნელზე მეტად ზრდის ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 4.5%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.