ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებული არ არის და ელექტროენერგიის ნაწილშიც კი იმპორტი დივერსიფიცირებულია. ამის შესახებ მან მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

“ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული. ამ საკითხის უფრო მკაფიოდ განსამარტად ხაზს ვუსვამ, რომ თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია დამოკიდებულია იმაზე რომელი მათგანი უფრო იაფ ფასს შესთავაზებს იმპორტიორს. როგორც წესი ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება და ეს დამოკიდებულია იმაზე, მოცემულ პერიოდში რა ფასის შეთავაზება შეუძლიათ. ამდენად, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები არ ვართ და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში. ელექტროენერგიის კომპონენტში შესაძლებლობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე თურქეთიდან შემოვიტანოთ, ხოლო ბუნებრივი გაზის 90%-ზე მეტი ყოველთვის აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობა შემოდის რუსეთიდან”,-აცხადებს ნარმანია.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement