
ენერგეტიკული კომპანია Shell სომხეთის ბაზარზე შედის
„ბრიტანულ-ჰოლანდიური ენერგეტიკული კომპანია Shell სომხეთში მუშაობას შემოდგომაზე დაიწყებს“, – ამის შესახებ განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა.
მისი თქმით, ნავთობისა და გაზის გიგანტი ამიერკავკასიის ქვეყანაში „ახალი ხარისხისა და სტანდარტების“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გახსნას აპირებს.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა ნიდერლანდებში ვიზიტი განახორციელა და შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან, რომელთა შორის იყო Shell-ის წარმომადგენელი.