როგორც გამოცემა Haber7 წერს, ერაყმა აკრძალა ტრანზაქციები ამერიკულ ვალუტაში, ნებისმიერი მიზნისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ.

აღნიშნულია, რომ ერაყის მთავრობამ აკრძალა დოლარის გამოყენება როგორც კერძო, ასევე კომერციულ ტრანზაქციებში. ახლა ერაყში აღარ შეიძლება უცხოური ვალუტის ყიდვა და გაყიდვა.

მითითებულია, რომ ვინც ერაყული დინარის გარდა სხვა ვალუტით განახორციელებს ტრანზაქციას, დაჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა ისჯება პატიმრობით.

ამიტომ, ვალუტის მოვაჭრეებს მოეთხოვებათ მთავრობის წინაშე წერილობითი ვალდებულება, რომლითაც ისინი ტრანზაქციებს მხოლოდ დინარის გამოყენებით განახორციელებენ.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement