ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 17 100 000 აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 17 100 000 აშშ დოლარი გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 40 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც მხოლოდ 17 100 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330 შეადგინა.