გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 1.2 მილიარდი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 38%-იანი აღდგენა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38%. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58% შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130%-ს აღემატება.

2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1,881,271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7% გაიზარდა.

2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1,577,463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31% აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.

2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51%-ი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48%-ია შეადგინა”, – ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement