გერმანიის ხელისუფლებამ არ გაათავისუფლა ჰამბურგის პორტში მდებარე იახტა Luna, რომელიც სანქცირებული აზერბაიჯანული წარმოშობის რუს ბიზნესმენს ფარჰად ახმედოვს ეკუთვნის. ამის შესახებ სამშაბათს გაზეთი Süddeutsche Zeitung იტყობინება.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბიზნესმენი იახტს ლიხტენშტეინის ტრასტის მეშვეობით ფლობს. გამოცემა ამ საკითხზე დეტალებს არ აკონკრეტებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ იახტის ღირებულება, დაახლოებით 400 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მას აქვს ცხრა გემბანი, უზარმაზარი საცურაო აუზი.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement