მაისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ, ფულად გამოსახულებაში, $84.1 მლნ შეადგინა. ეს მონაცემი 495%-ით მეტია 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე GBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაცია ნამდვილად გაზრდილია და დღევანდელი სიტუაციით ეს კარგია, თუმცა წლის ბოლოს დადებითი სალდო არ გვექნება.

არაბიძის თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი ბევრად მაღალია, ვიდრე ახალი სიმძლავრეების შემოყვანა.

ენერგეტიკოსის მოსაზრებით, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების ერთადერთი გზა, ნამახვანჰესის, ხუდონის, ნესკრას, ასევე 500 მეგავატი ქარის და 1200 მეგავატი მზის პროექტების განხორციელებაა. „სხვაგვარად წლიდან წლამდე მეტი და მეტი  ენერგიის იმპორტის განხორციელება მოგვიწევს“, – აცხადებს არაბიძე.

შეგახსენებთ, 2022 წელს საქართველოდან ელ.ენერგიის ექსპორტი მაისიდან სექტემბრამდე გაგრძელდა.

ამ პერიოდის საექსპორტო პარტნიორები კი ასე გამოიყურება:

1. თურქეთი -$79.4 მლნ. (94.3%).

2. სომხეთი – $4.2 მლნ. (5%).

3. აზერბაიჯანი – $0.6 მლნ (0.7%).


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement