“ტესლა” ანგარიშსწორების საშუალებად ​meme-ზე დაფუძნებულ კრიპტოვალუტას “dogecoin” – ს, მიიღებს. “დოგკოინში” “ტესლა” მის სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის “Giga Texas” და ელექტრო ავტომობილების რეალიზაციას მოახდენს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ნაბიჯი რომელიც მასკმა გადადგა, და რომელმაც “დოგკოინების” ფასი მყისიერად 14%-ით გაზრდა, გამოძახილია, ცოტა ხნით ადრე დაანონსებული ინიციატივისა, რომლის მიხედვითაც “ტესლა” კრიპტოვალუტებს გამოცდიდა, როგორც გადახდის საშუალებას.

ფინანსისტების შეფასებით, მასკის ნაბიჯი ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტებს, მეტად შეაღწიონ კორპორატიულ და ინდუსტრიულ სამყაროში და ეტაპობრივად მწარმოებლები გადაეწყონ ციფრულ ვალუტებზე.

კრიპტოვალუტებში საქონელი უფრო სწრაფად იყიდება, ვიდრე ეს დოლარში ხდება. ჩემი აზრით ეს სიახლე კარგი ილუსტრაცია იქნება იმისთვის, თუ როგორ შეიძლება კრიფტოვალუტებმა შეაღწიონ კორპორატიულ კულტურაში”,- განაცხადა ალექს კუპციკევიჩმა, FxPro-ს უფროსმა ფინანსურმა ანალიტიკოსმა.

ამ ყველაფერს კი ჯერ კიდევ გასულ წელს წინ უძღოდა მასკის განცხადება, როდესაც მან საზოგადოებას აუწყა, რომ Tesla-მ იყიდა $1,5 მილიარდის “ბიტკოინი” და დასძინა, რომ ასევე ფლობს “დოგეკოინსაც“.

გასულ წელს მასკის ამ განცხადებას “ბიტკოინებზე” ფასის მკვეთრი მატება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement