საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფრთხილებს აშშ-ს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან საპროცენტო განაკვეთების ზრდამ შესაძლოა მოწყვლად და დაუცველ ქვეყნებს, მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას.

კერძოდ კი IMF-ში მიიჩნევენ, რომ აშშ-ში მაღალმა ინფლაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ბევრად უფრო მკაცრი პასუხი ამერიკის ცენტრალური ბანკის მხრიდან, ვიდრე ეს აქამდე იყო მოსალოდნელი. ეს კი გამოიწვევს რყევებს ფინანსურ ბაზრებზე და რისკის ქვეშ დააყენებს დაუცველ ქვეყნებს. აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

IMF-ი ასევე მოუწოდებს “რისკის ზონაში” შემავალ ქვეყნებს მოამზადონ თავიანთი ქვეყნები და ფინანსური ბაზრები აშშ-ს სარეზერვო სისტემის ხისტი და მკაცრი ნაბიჯებისთვის. რათა, მათი ეკონომიკები შედარებით ნაკლებად მოწყვლადნი აღმოჩნდნენ დოლარის სწრაფი გაძვირების პირობებში.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement