“მაგთიკომის” მომხმარებლებმა დღეს მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც შემდეგი თვიდან პაკეტის, “კოქტეილი 25”-ის შესაძენად 25 ლარის ნაცვლად, 30 ლარის გადახდა მოუწევთ. კომპანიამ, ასევე გაზარდა ინტერნეტის ტარიფებიც და ერთკვირიანი ულიმიტო ინტერნეტის ღირებულება 7 ლარამდე ასწია.

საგულისხმოა, რომ “მაგთიკომს” ტარიფების გაზრდის მცდელობა გასულ წელსაც ჰქონდა. თუმცა, მარეგულირებელმა ამის უფლება არ მისცა. იყო თუ არა არსებული გადაწყვეტილება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმებული, ამის შესახებ კომისიაში ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებენ.

ტარიფების გაზრდაზე კომენტარს არ აკეთებენ არც “მაგთიკომში“.


მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement