
მომდევნო წლიდან ილონ მასკის ინტერნეტი აზერბაიჯანში გამოჩნდება
Starlink გლობალური სატელიტური სისტემა მომავალ წელს აზერბაიჯანში ინტერნეტით წვდომას უზრუნველყოფს, იტყობინება Trend კომპანიის ვებსაიტზე დაყრდნობით.
ინტერაქტიულ რუკაზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, Starlink ინტერნეტით წვდომა აზერბაიჯანში 2023 წელს გამოჩნდება.
Starlink კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ერთ-ერთი ცნობილი პროექტია. როგორც თავად მასკი ამბობს, მისი მიზანი მთელი დედამიწისთვის სწრაფი, მაღალი ხარისხის და თან იაფი ინტერნტეტის უზრუნველყოფაა.