პანდემიამ დაარღვია ცხოვრების ჩვეული ნორმა თითქმის მთელ მსოფლიოში. ეს მძიმე დაარტყა აღმოჩნდა ბიზნესებისა და მათ გლობალური მიმწოდებლებისთვის. ქარხნები და მაღაზიები დროებით დაიხურა. ბევრი დასაქმებული კი ქუჩაში დარჩა.

გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წელს მსოფლიოს დიდმა ნაწილმა ისწავლა კოვიდთან ერთად თანაცხოვრება, გასულ წელს გლობალური ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5,5%-ით ფარგლებში იყო. მაგრამ ეს წელი ნაკლებად პერსპექტიული ჩანს მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა.

COVID-ის არაპროგნოზირებადი გამწვავების, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების და მთავრობების ნაკლები მხარდაჭერის ფონზე, WB პროგნოზირებს, რომ ეკონომიკების ზრდა მკვეთრად შენელდება და 2022 წელს 4.1%-ით განისაზღვრება. ხოლო, ეს მაჩვენებელი 2023 წელს კიდევ უფრო შემცირდება 3.2%-მდე. საგულისხმოა ისიც, რომ ზრდის ის ნაწილი რაც დაფიქსირდება ამ პერიოდის განმავლობაში გლობალურ ეკონომიკაში, მნიშვნელოვან წილად იქნება, მოწინავე ეკონომიკებიდან მომდინარე ზრდა. როგორიცაა აშშ, ევროკავშირი, ავსტრალია, იაპონია, კორეა და ისრაელი. იმდენად, რამდენადაც პროგნოზით, ისინი მალე დაუბრუნდებიან პანდემიამდელ გამომუშავების დონეს.

ამავდროულად, განვითარებადი ბაზრები და განვითარებადი ეკონომიკები (EMDE) ძირითადად უკან დარჩებიან, „ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებისა და უფრო მკაცრი ფისკალური, თუ მონეტარული პოლიტიკის გამოც,” – ნათქვამია მოხსენებაში.

 

დიდი გლობალური დისბალანსი
ეკონომიკური აღდგენის ყველაზე აშკარა დაბრკოლება უბრალო გაურკვევლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების მიწოდება გაიზარდა, კორონავირუსის ახალმა ვარიანტებმა, როგორიცაა “დელტა” და “ომიკრონი” გაზარდეს გაურკვევლობა, იმდენად რამდენადაც, შესაძლოა დაიკეტოს ობიექტები ან მთლიანად ქვეყნებიც.

ბანკი ასევე საფრთხეს ხედავს მთავრობის უპრეცედენტო ხარჯებში, რომლებიც თავის მხრივ მომდინარეობს ამ ქვეყნების გაზრდილი საგარეო ვალებით. 2020 წელს გლობალურმა ვალმა 263% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 50 წლის განმავლობაში.

მაგრამ ამ მიმართულებითაც კვლავ განვითარებადი ბაზარი და განვითარებადი ეკონომიკები არიან არახელსაყრელ მდგომარეობაში. მეტიც ბევრმა ქვეყანამ უკვე გადააჭარბა საკუთარი მშპ-ს 50%-ს, ეს კი აუცილებლად გამოიწვევს მათ არახელსაყრელ საკრედიტო მდგომარეობაში ჩავარდნას. ბევრ ქვეყანას კი შესაძლოა საერთოდ გაუუქმდეს საკრედიტო ხაზი. ასევე, ამ ქვეყნებს გაუუარესდებათ საკრედიტო პირობები საერთაშორისო ინსტიტუტებთან და შეექმნათ გაცვლითი კურსისა და ფასების დონის სერიოზული პრობლემები.

გარდა ამისა, ბანკი შემოსავლების უთანასწორობის გაზრდაზეც წუხს. მთელ მსოფლიოში იზრდება სიღარიბე, რადგან ბევრმა მუშაკმა დაკარგა სამუშაო ან მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსვალები. ყველაზე დაბალ შემოსავლიან ჯგუფებში კი აღმოჩნდნენ მუშები და არაფორმალურად დასაქმებული ადამიანები. მსოფლიო ბანკში მიაჩნიათ, რომ COVID-ის პანდემიის გამო 100 მილიონზე მეტ ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე.

“ამის პარალელურად კი მდიდრები უფრო მდიდრდებიან, რადგან ტექნიკური კომპანიების აქციები და აქტივების ფასები ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ამ მზარდმა უთანასწორობამ შეიძლება გამოიწვიოს სოციალური უკმაყოფილება, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში”,- აფრთხილებს მსოფლიო საზოგადოებას, WB-ს პრეზიდენტი დევიდ მალპასი.

 

დიდი გლობალური გეგმა

მსოფლიო ბანკი კრედიტორებს მოუწოდებს ღარიბ ქვეყნებს შეუმცირონ ვალების რაოდენობა ან ამ ვალების რესტრუქტურიზაცია მოახდინონ. იმდენად, რამდენადაც ეს იქნება ერთადერთი გზა, რათა ამ ქვეყნებმა მოახერხონ ყურადღების გადატანა ჯანდაცვაზე განათლებაზე და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

მსოფლიო ბანკი ასახელებს რეგიონებსაც და განმარტავს, თუ რომელ რეგიონს ექნება აღდგენის რესურსი მომდევნო წლებში.

მთლიანობაში, სუბ-საჰარის აფრიკის ეკონომიკების ორი მეხუთედი და აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ეკონომიკების 50%-ზე მეტი დარჩება 2019 წლის დონეზე უფრო დაბლა, მშპ-ს მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე. ამ ქვეყნების ეკონომიკები მომდევნო 2 წელი ვერ მოახერხებენ გადააჭარბონ 2019 წლის მაჩვენებელს.

გაცილებით უკეთეს სასტარტო პოზიციაში არიან მდიდარი ქვეყნები. კერძოდ კი მდიდარ ქვეყნებს არ მოუწევთ ამდენ ხანს ლოდინი აღდგენისთვის, რადგან მოსალოდნელია, რომ მათი წლიური გამომუშავება 2023 წლისთვის მიაღწევს პანდემიამდელ დონეს.

გერმანიაში მდგომარეობა განსაკუთრებით კარგია, რადგან გააჩნია ფინანსური რესურსი ფისკალური სტიმულების მისაწოდებლად, საკუთარი ეკონომიკისთვის. დუნე ზამთრისა და ამჟამინდელი კოროვირუსული ტალღის დასრულების შემდეგ, ქვეყანას შეუძლია ძლიერი ეკონომიკურ აღდგენას ელოდოს, განსაკუთრებით მისი ვაქცინაციის შედარებით მაღალი მაჩვენებლის გამო.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement