არსებული ინფორმაციით კლუბებს მუშაობის უფლებას ძველით ახალ წელსაც მისცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ არ ადასტურებენ. თუმცა, თავად ინდუსტრიის წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან ზეპირი ნებართვა უკვე მიიღეს.

კლუბებს მუშაობის უფლება 1 და 2 იანვარსაც მისცეს. მაგრამ მთავრობის პირველი ვერსიითა და დაპირებით, რომელიც კლუბური ინდუსტრიის მიმართ გაიცა, მათ საქმიანობის უფლება 1დან- 15- იანვრამდე უნდა ჰქონოდათ. თუმცა, ეპიდ სიტუაციის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა მთავრობის დაპირებაც ინდუსტრიის მიმართ და ბოლო ინფორმაციით კლუბებს, ისევ ერთჯერადი მუშაობის უფლება მიეცემათ.

მსგავსი სიახლეები

დაგვიმეგობრდი

Advertisement